Goga Bitadze on the outside of Orlando Magic's rotation, but too tough to  tradeოთხ თამაშიანი პაუზის შემდეგ გოგა ბითაძე მოედანს დაუბრუნდა და, თანაც სასტარტო შემადგენლობაში, ხოლო „ორლანდო“ „ოკლაჰომა სიტისთან“ უშანსოდ დამარცხდა – 86:102.

ბითაძის სასტარტო ძირითადი ცენტრის, ვენდელ კარტერის ტრავმამ გამოიწვია. ორლანდოელთა თავკაცმა ჯამალ მოსლიმ ჩვენებურს პარკეტზე 26:44 წუთი დაუთმო, რა დროშიც ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. ბითაძის მონაგარი 11 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი, თითო ჩაჭრა და დაფარებაა. გოგამ შვიდი ორქულიანიდან ხუთი ჩააგდო, ერთი არაზუსტი სამქულიანი ესროლა და ორი საჯარიმოდან ერთი გამოიყენა. „მეჯიქმა“ კი ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო და სამი მოგებითა და ხუთი მარცხით აღმოსავლეთ კონფედერაციაში მერვე ადგილზეა ჩვენიანის გუნდი მომდევნო შეხვედრას მის ყოფილ „ინდიანა პეისერსთან“ სტუმრად ჩაატარებს.
წააგო სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომაც“ – ტეხასელები „ლოს ანჯელეს“ კლიპერსთან 104:113 დამარცხდნენ. გრეგ პოპოვიჩმა მამუკელაშვილი 7:50 წუთი ათამაშა, რა დროშიც ორ-ორი ორქულიანი და სამქულიანი ისროლა, თითო ჩააგდო და ჯამში 5 ქულა გამოუვიდა. აქვე გეტყვით რომ, იშვიათ სამმაგ დუბლთან ახლოს იყო ვიქტორ ვემბანიამა, რომელმაც თამაში 24 ქულით, 13 მოხსნითა და 9 დაფარებით დაასრულა. „სან ანტონიოს“ სადღეისოდ 3 მოგება და 4 წაგება აქვს და ამ მაჩვენებლით დასავლეთ კონფედერაციაში მე-12 ადგილზეა და მომდევნო მატჩი „ჰიუსტონ როკეტსთან“ ელის.