გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” სტუმრად „ხეტაფესთან” 1:1 ითამაშა. შეხვედრის ბოლოს გიორგიმ ზედიზედ ორი დარტყმული მოიგერია. რაც შეეხება მის კარში გატანილ გოლს, ის პენალტი გახლდათ. ქვემოთ გთავაზობთ წერილს ერთ-ერთი ვალენსიური გამოცემიდან:
„მამარდაშვილი დარტყმას დარტყმაზე ისე იგერიებს, რომ უნებურად საუკეთესო ფორმაში მყოფი მესი გაგახსენდებათ, რომელსაც გოლი გოლზე გაჰქონდა. რასაკვირველია, არგენტინელსაც ჰქონდა ცუდი დღეები, როდესაც ბურთს ბადეში ვერ აგდებდა. ჰოდა, წარმოიდგინეთ იგივე, ოღონდ მეკარის შემთხვევაში და დაამატეთ, რომ მისი გუნდის საქმე სულ ძაფზე ჰკიდია, მკვდარი წერტილიდან ვერ იძვრის, 33 შესაძლებლიდან მხოლოდ 7 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილის ბოლოშია და შემდეგ ტურში კლასიკოში ტრავმირებულ „რეალს’’ მასპინძლობს.
ქართველი მეკარე თითქმის ყოველთვის სიგიჟის ზღვარზე თამაშობს, მაგრამ როდესაც დგება ის „თითქმის’’ ანუ დღე, როდესაც უშვებს ბურთს, რომლის მოგერიებაც შეუძლებელია, ჩვენი გუნდი დამარცხებისთვის არის განწირული. იმიტომ, რომ მეტოქეები საბოლოოდ გვმარხავენ, ისინი იოლად გვამარცხებენ, გუნდის გადარჩენა კი ყოველთვის მეკარეზე ვერ იქნება დამოკიდებული. ყველა შეხვედრაში ყველა დარტყმის მოგერიება შეუძლებელია და ამას მიმდინარე წყეულ სეზონში კარგად ვხედავთ.
დაცვის სისტემა იმისთვისაა, რომ მოწინააღმდეგემ წარამარა ხიფათი არ შეგიქმნას და არ დაგაზარალოს. ისე უნდა იყოს, როგორც გასულ სეზონში, მაგრამ, რაც გვქონდა დავკარგეთ და ახლა გუნდის დაცინვა საჭირო არ არის, ეს არ დაგვეხმარება. ჩვენ გვყავს მამარდაშვილი, რაც ძალიან კარგია, მაგრამ მას უნდა დავეხმაროთ, გაცილებით მეტად ვიდრე ახლა ვეხმარებით, თორემ ყველას კარგად მოგვეხსენება, შეჯიბრების ბოლოს რაც მოგველის”.
ტონი ერნანდესი, deportevalenciano