სათადარიგო სკამზე იყო საქართველოს ნაკრების ცენტრი გოგა ბითაძე. ჯამალ მოსლიმ მას სათამაშოდ მხოლოდ 5 წუთი მისცა, რა დროშიც გოგამ 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. „ორლანდოს“ 2 მოგება და ერთი მარცხი აქვს, მომდევნო ტურში კი, „ინდიანას“ უმასპინძლებს.
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ საკუთარ მოედანზე „ჰიუსტონი“ 109:106 დაამარცხა და რეგულარულში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ცუდი ის არის, რომ გრეგ პოპოვიჩმა მამუკელაშვილს სათამაშო დრო საერთოდ არ მისცა. „სან ანტონიოს“ თითო მოგება და მარცხი აქვს და შემდეგ ტურში ისევ „ჰიუსტონს“ დაუპირისპირდება.