ნეაპოლურმა გაზეთმა „ილ მატინომ’’ „ნაპოლის’’ პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის მიერ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ნათქვამი წინადადების გაანალიზება სცადა. დე ლაურენტისმა ქართველ ვარსკვლავზე ასე თქვა: „თუ წავა, ჩვენ ამას გადავიტანთ’’, გაზეთმა კი დაწერა, რომ ეს პრეზიდენტის საკულტო გამონათქვამია და გაიხსენა „ნაპოლის’’ პატრონობის პერიოდში რამდენი ფეხბურთელის თუ მწვრთნელის მიმართ უთქვამს ასეთი რამ:
- 2013 წლის თებერვალში დე ლაურენტისმა ზუსტად ეს სიტყვები თქვა ვალტერ მაცარის შესახებ. მაშინ მაცარის „ინტერში’’ გადასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი.
- დე ლაურენტისმა „იუვენტუსთან’’ სუპერთასის შეხვედრის წინ რაფა ბენიტსზე თქვა: „თუ მას ჩვენი პროექტი არ მოსწონს, შეუძლია წავიდეს’’. და ბენიტესი „რეალში’’ გადავიდა.
- 2017 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა ზუსტად იგივე თქვა მაურიციო სარის თაობაზე. სარი კარლო ანჩელოტიმ შეცვალა.
- 2013 წლის 7 ივნისს „აძურის’’ მეპატრონემ ედინსონ კავანიზე საუბრისას თქვა: „თუ დარჩება, გამიხარდება, თუ არა და ამასაც მშვიდად გადავიტანთ”. და კავანი „პარი სენ ჟერმენში’’ გადავიდა.
- 2021 წლის ნოემბერში, როდესაც ლორენცო ინსინიეს კონტრაქტს ვადა გასდიოდა დე ლაურენტისმა თქვა: „თუ მას კარიერის დასრულება „ნაპოლიში’’ სურს, ჩვენ გაშლილი მკლავებით მივესალმებით, თუ არა და ამ გადაწყვეტილებასაც მშვიდად მივიღებთ’’. ინსინიე „ტორონტოში’’ გადავიდა.
- დრის მერტენსის შესახებ: „ნაპოლი’’ მთელი სიცოცხლის არჩევანია, მაგრამ თუ მას დარჩენა არ უნდა, კი ბატონო, წავიდეს’’. და მერტენსი „გალათასარაის’’ ფეხბურთელი გახდა.
- ზუსტად იგივე მოხდა პიოტრ ჟელინსკისთან დაკავშირებით.
- და ოსიმენის შესახებ: „ ის მხოლოდ „უხამსი’’ შეთავაზების შემთხვევაში წავა. თუ ასე მოხდება, ჩვენ შევთანხმდებით’’.