„ბათუმს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს – ამ პოსტზე უკრაინეილ სპეციალისტი ანდრეი დემჩენკო გიორგი ჭიაბრიშვილმა შეცვალა.
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ახალი მწვრთნელი 18 ოქტომბერს „ბათუმი არენის“ საპრესკონფერენციო დარბაზში წარდგენა.
ჭიაბრიშვილი ორჯერ იყო დასახელებული საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად (2018, 2020). 45 წლის სპეციალისტი წვრთნიდა „ზესტაფონს“, „საბურთალოს“, თბილისის „ლოკომოტივს“, „დინამო თბილისს“, ასევე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს. მისი ხელმძღვანელობით „ზესტაფონი“ და „საბურთალო“ საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.
„ბათუმსა“ და ჭიაბრიშვილს შორის კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გაფორმდება.
„ბათუმის“ მწვრთნელის პოსტზე ჭიაბრიშვილის დებიუტი წარმატებული გამოდგა – მისმა გუნდმა დღეს „გაგრა“ 3:2 დაამარცხა.