„სარბიელის“ გამოკითხვის შედეგად საქართველოს 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილის გამოცხადებას, ცხადია, უცხოური მედიაც გამოეხმაურა. აგერ, მაგალითად, რას წერს „ვალენსიას“ სოციალური პლატფორმა:
„ვალენსიას“ მეკარე გახდა საქართველოს ისტორიაში პირველი მეკარე, რომელმაც ეს ჯილდო მეორედ მოიგო.
ქართველი მეკარე 2023-24 სეზონში შესანიშნავი თამაშის გამო ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად აირჩიეს. ისტორიული ფაქტია, რადგან ის მამარდაშვილი პირველი მეკარეა, რომელმაც ეს ჯილდო მეორედ მოიგო.
გიორგიმ ყველაზე მეტი ხმა (231) მიიღო გაზეთ „სარბიელის“ ყოველწლიურ გამოკითხვაში. ის გალა-საღამოზე დააჯილდოეს. გამოკითხვაში მონაწილეობა 86 ქართველმა ჟურნალისტმა მიიღო.
სექტემბერში მამარდაშვილი უკვე წარდგენეს Yashin Trophy-ზე 2024 წლის ოქროს ბურთისთვის. 2024 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია კი 28 ოქტომბერს პარიზის Theatre du Chatelet-ში გაიმართება“.