saba-goglichidze - Europop„ტრანსფერმარკტზე“ მონაცემები განახლდა და ცვლილებები ქართველ ფეხბურთელებსაც შეეხო. ყველაზე თვალშისაცემი კი საბა გოგლიჩიძს პროგრესია – „ემპოლის“ 20 წლის მცველი აქამდე 300 ათასი ევრო ღირდა, ახლა კი მისი ფასი 5 მილიონი ევრო გახდა.

ცვლილება შეეხო გიორგი ქოჩორაშვილსაც, რომელიც 2.5 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, ხოლო ახლა 4 მილიონი ღირს.

შეგახსნებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „სარბილის“ ტრადიციული გამოკითხვის შედეგად გიორგი ქოჩორაშვილი ეროვნული გუნდის საუკეთესო დებიუტანტად დასახელდა.

აქვე ყველაზე ძცირადღირებული ქართველი ფეხბურთელების საუკეთესო ათეულს გთავაზობთ:

ხვიჩა კვარაცხელია, „ნაპოლი“ – 80 მილიონი ევრო

გიორგი მამარდაშვილი, „ვალენსია“ – 45 მლნ. 

გიორგი მიქაუტაძე, „ლიონი“ – 20 მლნ. 

ოთარ კიტეიშვილი, „შტურმი“ – 5 მლნ. 

ზურიკო დავითაშვილი, „სენტ-ეტიენი“ – 5 მლნ.

ირაკლი აზაროვი, „შახტარი“ – 5 მლნ. 

საბა გოგლიჩიძე, „ემპოლი“ – 5 მლნ. 

გიორგი ქოჩორაშვილი, „ლევანტე“ – 4 მლნ. 

გიორგი ჩაკვეტაძე, „უოტფორდი“ – 2.5 მლნ. 

გიორგი გოჩოლეიშვილი, „კოპენჰაგენი“- 2.5  მლნ.