სატრანსფერო ბაზრის ხელახალ გახსნამდე ჯერ რამდენიმე თვეა, მაგრამ „ნაპოლი’’ გუნდის გაძლიერება-გადახალისების მიმართულებით უკვე მუშაობს. ვისთან ცდილობს გარიგებას აურელიო დე ლაურენტისი? სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა ჯერარდო ფაზანომ areanapoli-თვის მიცემულ ინტერვიუში თქვა:
„ვფიქრობ, „ნაპოლი’’ მცველს იყიდის, რადგან რაფა მარინი იმედი არ გვაქვს, ჟუან ჟესუსი კი ძირითადი შემადგენლობის სამი უკანახაზელის დონეზე ვერ თამაშობს.’’
კვარაცხელია დარჩება „ნაპოლიში’’?
ის ფაქტი, რომ კლუბმა დავიდ ნერეში შეიძინა და აგრეთვე ის, რომ ზაფხულში ენრიკო კიეზას ყიდვას ცდილობდა, იმთავითვე კვარაცხელიას გაყიდვისთვის მზადებად უნდა მიგვეღო. „ნაპოლი’’ სეზონის ბოლოს მას გაყიდის. შემთხვევითი არ არის, რომ კონტემ შესანიშნავ ფორმაში მყოფი ნერეშისთვის მეტი სათამაშო დროის მისაცემად ის მარცხენა ფრთაზეც ათამაშა. აქ გასათვალისწინებელია, რომ მარჯვნივ პოლიტანო შესანიშნავ ფორმაშია. დღეს ნერეში კვარაზე შედეგიანია, მაგრამ ქართველის სკამზე დასმა არ გამოდის, რადგან მას ისედაც რთული საკონტრაქტო მდგომარეობა აქვს და ეს სკანდალს გამოიწვევს.
სად წავა კვარაცხელია?
როგორც ზაფხულში ვთქვით, თავად ფეხბურთელს „რეალში’’ უნდა თამაში. არ არის გამორიცხული მადრიდში მან და როდრიგომ ერთმანეთი ცვალონ.
მაშ შეტევაში ყველაფერი გარკვეული ყოფილა.
რასპადორის „იუვეს’’ არ მიჰყიდიან, სიმეონეს კი დარჩენა უნდა. ასე რომ ივნისამდე დღევანდელი მდგომარეობა შენარჩუნდება. მარჯვენა ფლანგზე ვინმეს შეძენა და პოლიტანოს სკამზე დასმა გუნდში ჰარმონიას დაარღვევს. ეს კონტემ კარგად იცის და ამიტომ ზამთარში მხოლოდ დაცვაში უნდა ველოდოთ სიახლეებს.
აღსანიშნავი ფაქტია, რომ „ნაპოლისთან’’ კონტრაქტი ჯერ ალექს მერეტსაც არ განუახლებია.
მერეტის კონტრაქტს ოქტომბრის ბოლომდე არ ელოდოთ. მეკარის მოთხოვნები კლუბის ეკონომიკურ იდეებს არ შეესაბამება და ამიტომ სანამ ყველა დეტალი არ შეთანხმდება, მანამდე ხელშეკრულება არ გაფორმდება.