წყალტუბოს „სამგურალის“ მიხეილ აშვეთიას წასვლის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ ახალ მწვრთნელად იტალიელი სპეციალისტი რუდოლფო ვანოლი დანიშნა, რომელთანაც კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გააფორმა.
ვანოლის საფეხბურთო კარიერა „უდინეზესა“ და „ლეჩეში“ აქვს გატარებული – სერია A-ში 200-ზე მეტი მატჩი ჩაუტარებია.
იტალიელმა მწვრთნელობა 2001 წლიდან შვეიცარიულ „მენდრისიოში“ დაიწყო, შემდეგ კი „ლუგანოს“ ხელმძღვანელობდა. შვეიცარიაში გატარებული ხუთი წლის შემდეგ ვანოლი სამშობლოში დაბრუნდა და „უდინეზეს“ 19-წლამდელთა გუნდს ჩაუდგა სათავეში.
იტალიაში მას ასევე უმუშვია „პორდენონეში“.
ვანოლის შემდეგი გაჩერება ბულგარეთი და სოფიის ცსკა იყო, სადაც იტალიელმა სპეციალისტმა 2012 წლამდე დირექტორის თანამდებობაზე იმუშავა, შემდეგ კი სამწვრთნელო საქმეს დაუბრუნდა და სლოვენიური „კოპერი“ ჩაიბარა, რომელიც მისი ხელმძღვანელობით სისტემატურად თამაშობდა ევროტურნირებზე.
2016 წელს ვანოლი სლოვენიის „ოლიმპიას“ მწვრთნელი გახდა, 2021 წელს კვლავ „კოპერში“ დაბრუნდა, ერთი წლის შემდეგ კი ალბანეთში გადაინაცვლა და ტირანას „დინამოში“ იმუშვა.
ბოლოს სამშობლოში „სალერნიტანას“ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი იყო.