Albania's Igli Tare vies with Georgia's Zurab Khizanishvili in a Group 2 World Cup 2006 qualifying match at Qemal Stafa Stadium in Tirana 04 June...
იგლი ტარე საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ

„ლაციოს’’ ყოფილი სპორტული დირექტორი (2009-2023), ვეტერანი ალბანელი ფეხბურთელი იგლი ტარე TvPlay-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ამბობს, რომ თავის დროზე ხვიჩა კვარაცხელიას „ლაციოში’’ გადაყვანამდე ცოტა დააკლდა.

„კვარაცხელიას კანდიდატურას „ლაციოში’’ განვიხილავდით, მაგრამ ტრანსფერი ვერ შედგა.

რატომ? არ ვიცი. ამას მე ვერ გეტყვით. არადა, სამწუხაროა, რადგან შესაძლებლობა რეალური იყო’’.

კიდევ ერთი არშემდგარი ტრანსფერი, რომელმაც ტარეს გული დაწყვიტა ედინსონ კავანის სახელთან არის დაკავშირებული.

ალბანელის თქმით მის აგენტებთან უკვე ყველაფერი მოგვარებული იყო, მაგრამ იმხანად „ლაციოს’’ პრეზიდენტს კლაუდიო ლოტიტოსა და „პალერმოს’’ პრეზიდენტ მაურიციო ძამპარინის შორის ცუდი ურთიერთობა იყო და… ურუგვაელი „ნაპოლიმ’’ გადაიბირა.

ფეხბურთელობისას იგლი ტარეს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ უთამაშია და გოლიც აქვს გატანილი.