უკრაინასთან ერთა ლიგის მატჩამდე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მზადებაზე ისაუბრა.
„წარუმატებელი სერია მუდმივად არ გაგრძელდება. უკრაინა საკმაოდ ძლიერი ნაკრებია, სადაც ინდივიდუალურად ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. ამიტომ, მნიშვნელოვანი იქნება, ჩვენმა ფეხბურთელებმა საკუთარი შესაძლებლობები სწორად წარმოაჩინონ. ვიცით, რომ რთული შეხვედრა იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართელოს ნაკრები უკრაინასთან სათამაშოდ მზად არის.
კმაყოფილი ვარ ფეხბურთელების საქმისადმი დამოკიდებულებით. გუნდში ისეთივე ატმოსფეროა, როგორც წინა თვეებში, ბიჭებს სურვილი აქვთ, რომ თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინონ.
სიმართლე გითხრათ, ახლა არც ვფიქრობთ, ჯგუფში რომელ ადგილზე ვართ. რაც შეეხება პროგნოზს, ჯგუფში ჩვენი სამივე მეტოქე ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავიდა, ჩვენ კი გერმანიაში პლეი ოფიდან მოვხვდით. მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია, რამდენად მაღალი დონის მოწინააღმდეგეები გვყავს.
მაგრამ, სექტემბრის თამაშებში დამტკიცდა, რომ ნებიემიერი მეტოქის დამარცხება შეიძლება. წინ საკმაოდ რთული ოთხი მატჩი გველის და, რა თქმა უნდა, მიზანი კიდევ უფრო მეტი ქულის დაგროვებაა“.





