Zuriko DAVITASHVILI, Pierre-Emmanuel EKWAH and Lucas STASSIN of ASSE celebrate the third goal during the Ligue 1 MCDonald's match between...„ის დიდებული იყო, ძლიერად ითამაშა. მეტიც შეეძლო, რადგან ბევრი მომენტი შექმნა. მინდა ჩვენი გუნდის ყველა შემტევის დამსახურება აღვნიშნო, თუმცა ზურიკოს რასაკვირველია  გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა. მისთვის ეს დღე შეიძლება გარდამტეხიც კი აღმოჩნდეს. ჩვენ მას ზაფხულში, ამხანაგურ შეხვედრებში მთელი რიგი თვისებები შევამჩნიეთ. მას აშკარად აქვს ჩინებული უნარები, თუმცა სრულყოფილებამდე ჯერ დიდი გზაა’’, ― თქვა „სენტ ეტიენისა’’ და „ოსერის’’ შეხვედრის (3:1) შემდეგ მასპინძელთა მწვრთნელმა ოლივიე დალ’ოლიომ.

„სენტ ეტიენის’’ სამივე, ერთი მეორეზე ლამაზი გოლი საქართველოს ნაკრების შემტევმა გაიტანა. პირველად მან მე-15 წუთზე შეაგდო, მეორედ 54-ე წუთზე და მესამედ 86-ზე. დავითაშვილს კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.