Naples, Italy Ignace Van der Brempt of Como 1907 and Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli battle for the ball during the Serie A match between Napoli...„ნაპოლიმ” „კომო” 3:1 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ ამ შეხვედრაში თავი ვერ გამოიჩინა. მას 22 წლის ბელგიელი იგნას ვარ დერ ბრემპტი ყურადღებით მეურვეობდა. სტუმრები დაცვაში გუნდურადაც მობილიზებულები იყვნენ. ქვემოთ ვნახოთ როგორ შეაფასა ქართველის თამაში მედიამ.

calciomercato — 6.0  პირველ ტაიმში მოთამაშე კი არა, მაყურებელი იყო. მეორეში დაიწყო და რამდენჯერმე ცეცხლი დაანთო. მორენომ ის საჯარიმოში წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. ბოლოს კი აუდეროს მარცხენა ფეხით დაურტყა და ხელთათმანები გაუხეხა.

iamnaples — 6.5 პირველი ტაიმი უსახური ჰქონდა. იდეები ფაქტობრივად არ მოსდიოდა, რაც „კომოს” კარგი დაცვის დამსახურებაც იყო. მეორე ტაიმში კი აენთო. ერთ ეპიზოდში სახიფათო იყო, მეორეში სულ მცირე VAR-ის ჩარევას იმსახურებდა. მეორე ტაიმის მეორე ნახევარში ის შეცვალეს, რაც კონტეს ხელში რეგულარულ სახეს იღებს.

areanapoli — 6.0(-) ვან დერ ბრემპტმა მისი განეიტრალება შეძლო. პირველ ტაიმში კვარა დაცვაშიც იშვიათად ჩანდა. მეორე ტაიმში უკეთ ითამაშა, ერთხელ გარღვევის შემდეგ საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, მეორედ კი მსაჯმა მისი წაქცევისთვის აშკარა პენალტი არ დანიშნა.

eurosport  — 5.5 ვან დერ ბრემპტმა კვარაცხელიას თამაში იოლად შეზღუდა. ამისათვის მან ის იმ ზონებს ჩამოაშორა, სადაც ნიჭს ყველაზე მეტად ამჟღავნებს. საბოლოოდ კვარამ საკუთარი თავი იზოლაციაში მოაქცია და თამაშზე საგრძნობი გავლენა მხოლოდ ბოლოს, იმ ეპიზოდებში მოახდინა, როდესაც სივრცეები თავისუფლდებოდა. ეს მისნაირი ხეფბურთელისთვის ძალიან ცოტაა.

tuttomercatoweb — 6.0 თამაშში ჩართვა გაუჭირდა. „კომოს“ გოლის დროს დააგვიანდა. შესვენების შემდეგ უფრო ჩაება პროცესებში. პენალტს იმსახურებდა, მაგრამ მსაჯმა არ დანიშნა.

calcionapoli24 — 6.0 ვან დერ ბრემპტმა კვარაცხელია მე-11 წუთსა და მეორე ტაიმის დასაწყისში ჩაკეტა. ხვიჩამ სცადა მეკარე პირდაპირ კუთხურიდან გაებითურებინა. გულწრფელად რომ ვთქვათ, პირველ ტაიმში ბევრი ვერაფერი გააკეთა. ერთ ეპიზოდში მაკტომინეიმ გაუხსნა სივრცე. მეორე ტაიმის შუაში პენალტს ითხოვდა. 75-ე წუთზე დრიბლინგს შუაში დარტყმა დარტყმა მოაყოლა, რაც გამონათება იყო. თამაშის მიწურულს უკეთესი იყო.

napolimagazine — 7.0 გუნდისთვის სასარგებლოდ სერპანტინებს და სპრინტებს აკეთებდა.

flashscore-მა კვარაცხელიას 6.5 დაუწერა, whoscored-მა – 6.6.