ქვემოთ გთავაზობთ შეფასებებს, რომლებიც ხვიჩა კვარაცხელიამ „იუვენტუსისა” და „ნაპოლის” ტურინში გამართული და ფრედ (0:0) დასრულებული შეხვედრის შემდეგ მიიღო. საკუთრივ შეხვედრა პორტალმა calciomercato-მ მოკლედ ასე დაახასიათა: ეს იყო თამაში მწვრთნელებს, ტიაგო მოტას და ანტონიო კონტეს შორის, რომელშიც ყველა ვარსკვლავმა (ვლაჰოვიჩმა, ლუკაუმ თუ კვარაცხელიამ) მოლოდინი გაგვიცრუა და ყველა შეცვალეს.
რასაკვირველია, მოვლენების ასეთ განვითარებას თავისი მიზეზები ჰქონდა, მაგრამ ზემოთ მოყვანილი ციტატა სიმართლისგან შორს არ არის.
calciomercato — 5.5 თავიდან შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ კვარაცხელია მოედანზე ცეცხლის დანთებას შეძლებდა, მაგრამ პირიქით გაქრა. ნაპერწკალიც აღარ ჰქონდა. მოედნის დატოვებამდე რაღაც უთანხმოებები შევნიშნეთ.
iamnaples — 6.0 სულ სახიფათო მოთამაშის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ ეს მისი საუკეთესო მატჩი არ იყო. მეორე მხრივ, თამაშს ალღო მაინც აუღო — დაცვის დასახმარებლად უკან ჩადიოდა.
areanapoli — 6.0- ცდილობდა, წვალობდა, უკან ჩადიოდა, ეძებდა სიხშირეებს, რომელთა წყალობითაც ლუკაკუსთან ხიდს გააბამდა, მაგრამ საბოლოოდ წარმატებას ვერ მიაღწია და ეს მარტო მისი ბრალი არ იყო. მეორე ტაიმში ბურთს კარგავდა და კონტემ ის და ლუკაკუ შეცვალა.
eurosport — 5.5 იმ ელექტრომოწყობილობას ჰგავდა, რომელიც ყოველწამს მზად იყო აფეთქებულიყო, მაგრამ აფეთქების ნაცვლად ჩაქრა, რადგან მისი ყველა პირადი ინიციატივა „იუვენტუსის” დაცვის ყრუ კედელს შეეჯახა.
napolipiu — 5.0 (ტექსტის გარეშე).
tuttomercatoweb — 6.0 ბევრ ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა, სულ სივრცეებს ეძებდა, არტყამდა. ბოლოსკენ ის გუნდს მოწყვიტეს და კონტემ შეცვალა.
calcionapoli24 — 5.5 პირველი ტაიმის 28-ე წუთზე ოლივერამ პასი მიაწოდა, მან შუიდან შეუტია და ლუკაკუს გადასცა ბურთი. 32-ე წუთზე ცუდად დაარტყა, 34-ე წუთზე კი ხელიდან გაუშვა კარში დარტყმის შესაძლებლობა. ცდილობდა, მაგრამ დაბნეული იყო.
napolimagazine — 6.5 შეტევაში სლალომი გააკეთა, იკბინებოდა და რამდენჯერმე, როდესაც მომენტი იხელთა, დაარტყა.
flashscore-მა კვარაცხელიას 6.6 დაუწერა, whoscored-მა – 6.5.