
დევისის თასის მსოფლიოს მეორე ჯგუფში საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა მექსიკა დაამარცხა და 2025 წელს მსოფლიო ჯგუფის I ფლეი ოფში ითამაშებს.
მატჩი „მზიურის“ საჩოგბურთო კორტებზე შედგა. პირველი დღის შემდეგ ანგარიში 1:1 იყო. საბა ფურცელაძემ მექსიკის ნაკრების მეორე ნომერთან, ალან ფერნანდო რუბიო ფიეროსთან 6:7, 4:6 დამარცხა, ხოლო ალექსანდრე ბაკშიმ მექსიკელთა პირველ ნომერს როდრიგო პაჩეკო მენდესს 7:6, 7:6 მოუგო.
მეორე დღეს საქმეში თავდაპირველად წყვილები ჩაებნენ: ბაკშიმ და ზურაბ ტყემალაძემ მენდესი და რეიეს ვარელა დაამარცხეს – 6:1, 1;6, 6:3; შემდეგ ფურცელაძე მენდესთან დამარცხდა და ყველაფერი მეხუთე მატჩმა გადაწყვიტა, რომელშიც ბაკშიმ ფიეროს 6:3, 7:6 აჯობა და საქართველოს ნაკრებს 3:2 მოაგებინა.