„ნაპოლის” გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ ახალდაწყებულ სეზონში მათი კლუბისთვის სასიკეთო ძვრები უკვე დაიწყო. პორტალი areanapoli ამის ნიშნად სატრანსფერო ბოგირის გადაწევაში ნეაპოლელთა გამარჯვებას მიიჩნევს, კერძოდ კი იმას, რომ კლუბმა ჯოვანი დი ლორენცო და ხვიჩა კვარაცხელია შეინარჩუნა. საიტს ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერის ისტორიაც კლუბის წარმატებად მიაჩნია, თუმცა შეშფოთებულია იმით, რომ ადრინდელისგან განსხვავებით „პარტენოპეელები” ახალგაზრდულ გუნდად აღარ ითვლებიან. როდესაც სერია A-ს გუნდების საშუალო ასაკი დათვალეს აღმოჩნდა, რომ „ნაპოლი” „ინტერისა” და „კომოს” მერე მესამეზეა. მისი საშუალო ასაკია 28.6 წელიწადი.