The pair clashed during this evening's pre-season friendly„საუთჰემპტონისა” და „ლაციოს” ამხანაგური შეხვედრა დიდ ჩხუბში გადაიზარდა. ეს მე-60 წუთზე მოხდა, მანამდე კი მოვლენები ასე განვითარდა: მე-5 წუთზე კარლოს ალკარასმა „წმინდანების” ახალწვეულ ბენ ბრერეტონ დიასს საგოლე პასი მიაწოდა და ინგლისური გუნდი დაწინაურდა. რომაელებმა 32-ე წუთზე ტატი კასტელანოსის დარტყმით გაქვითეს.

მეორე ტაიმში, როგორც გითხარით, ჩხუბი ატყდა. დანილო კატალდი უხეშად მოცელილ თანაგუნდელს გამოესარჩლა და მასპინძლების ერთ-ერთ ფეხბურთელს შეუტია. ალკარასმა, რომელიც გასული სეზონის მეორე წრეში „იუვენტუსში” გამოდიოდა, თავისიანს დაუჭირა მხარი — კატალდის ეძგერა. მერე კატალდი ალკარასს კისერში წვდა და ატყდა დავიდარაბა. ალკარასის დაწყნარება შეუძლებელი გახდა.

საქმეში ჩარევა სცადა „საუთჰემპტონის” მწვრთნელმა რასელ მარტინმა, მაგრამ არგენტინელი ჭკუაზე აღარ იყო. ის მოედნიდან გააძევეს. ჩხუბში აქტიური მონაწილეობის გამო წითელი ბარათით დაისაჯა ალესიო რომანიოლიც. კატალდი სასჯელს გადაურჩა, მაგრამ „ლაციოს” თავკაცმა მარკო ბარონიმ მალევე გაიყვანა.

„ორი ფეხბურთელი  გააძევეს, ერთი ჩვენი, მეორე მათი. ისინი თავის თანაგუნდელს გამოესარჩლენ, ჩემები — თავისას. ასე რომ ყველაფერი მისაღები იყო”, — თქვა მატჩის შემდეგ მარტინმა.