41 წლის კუბელმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მიხაინ ლოპეს ნუნიესმა უნიკალური შედეგი აჩვენა.
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ მეხუთე ოქრო მოიგო. ნუნიესმა ფინალში ჩილელი იასმანი აკოსტა ფერნანდესი 6:0 დაამარცხა.
ფინალამდე კი, სამხრეთკორეელი სეუნგჩან ლი 7:0 გაანადგურა; ირანელ ამირ მირზაზადეს 3:1 აჯობა; აზერბაიჯანელ საბა სალეჰ შარიათი კი ნახევარფინალში 4:1 დაამარცხა.
კუბელი ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონიც გახლავთ.
იქნებ იკითხოთ, მეტი მეტი მედალი რატომ არ აქვს?
გეტყვით: ცხრა წელიწადია, მსოფლიო ჩემპიონატებზე აღარ გამოდის.
ნუნიესი, 20 აგვისტოს 42 წლის გახდება…