პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას კიდევ ერთი მედალი შეემატა. რიგით მეოთხე მედალი მოკრივე ლაშა გურულმა ირგუნა და ბრინჯაოს დასჯერდა.
გურულს (63.5 კგ) ბრინჯაო დაბევებული ჰქონდა, რადგან ნახევარფინალში იყო გასული. იქ კი მისი მეტოქე კუბელი ერისლანდ ალვარეს ბორხესი იყო და თუ ჩვენებური გაიმარჯვებდა, მედლის ხარისხს გაიუმჯობესებდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.
სამივე რაუნდის განმავლობაში კუბელი მოკრივის უპირატესობა თვალსაჩინო იყო და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო კიდეც.
შეგახსენებთ, გურულმა მერვედფინალში აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში ყაზახ ბაზარბაი მუხამედსაბირს აჯობა.
ამ დრისთვის საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია, რაც ოლიმპიადაზე 26-ე მაჩვენებელია.