• სიახლეები
  • დავთარი
  • ძველი ფურცლები
    • ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან
    • კოსმოპოლიტური მიმოხილვა
    • მაიკლ ბერკოვიჩის რჩეული საკრივო ფურცლები
    • ინტერვიუ
    • ოქროს ბურთის ლაურეატები
    • საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
    • ქართველები საბჭოთა ნაკრებში
    • … და ან ცაზე ვარსკვლავები
    • სამეფო რბოლის ლეგენდები
  • ფოტო
    • თვალთვალი
    • გალერეა
  • ავტორები
    • “სარბიელის” ვიქტორინა
    • გია ახალაძე
    • გიო ახვლედიანი
    • ილია ბაბუნაშვილი
    • სლავა გასპაროვი
    • ლაშა გეგეჭკორი
    • სოლომონ გულისაშვილი
    • კობა ინასარიძე
    • დავით თავართქილაძე
    • დავით გულუა
    • გიორგი ვაშაკიძე
    • პაპუნა კედია
    • ლევან კელაურაძე
    • პაატა კვანტალიანი
    • სოსო კოტორეიშვილი
    • გიორგი ნოზაძე
    • ვაჟა ხუციშვილი
  • გიო ახვლედიანის სვეტი
  • რა, როგორ…
  • აქეთურ-იქითური
ძიება
Monday, July 14, 2025
  • ვინ ვართ
  • სარბიელელები
  • მოგვწერეთ
  • რეკლამა
sarbieli
  • სიახლეები
  • დავთარი
  • ძველი ფურცლები
    • ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან
    • კოსმოპოლიტური მიმოხილვა
    • მაიკლ ბერკოვიჩის რჩეული საკრივო ფურცლები
    • ინტერვიუ
    • ოქროს ბურთის ლაურეატები
    • საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
    • ქართველები საბჭოთა ნაკრებში
    • … და ან ცაზე ვარსკვლავები
    • სამეფო რბოლის ლეგენდები
  • ფოტო
    • თვალთვალი
    • გალერეა
  • ავტორები
    • “სარბიელის” ვიქტორინა
    • გია ახალაძე
    • გიო ახვლედიანი
    • ილია ბაბუნაშვილი
    • სლავა გასპაროვი
    • ლაშა გეგეჭკორი
    • სოლომონ გულისაშვილი
    • კობა ინასარიძე
    • დავით თავართქილაძე
    • დავით გულუა
    • გიორგი ვაშაკიძე
    • პაპუნა კედია
    • ლევან კელაურაძე
    • პაატა კვანტალიანი
    • სოსო კოტორეიშვილი
    • გიორგი ნოზაძე
    • ვაჟა ხუციშვილი
  • გიო ახვლედიანის სვეტი
  • რა, როგორ…
  • აქეთურ-იქითური
მთავარი დავთარი ხოხავს, სულს ღაფავს, ხრიალებს…
  • დავთარი

ხოხავს, სულს ღაფავს, ხრიალებს…

ავტორი:
გიორგი ხარშილაძე
-
19/07/2024 | 15:58
1693
„თერგი ჰრბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან“…
ამბობდნენ, 1981 წლის გამარჯვებით ნუ ცხოვრობთ, ეგ დრო წავიდა, საქართველოში ფეხბურთი მოკვდაო. დღეს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გვყავს. გვყავს შემტევი, რომელზეც ანტონიო კონტე გუნდის აშენებას აპირებს, პსჟ კი ყველაფერს აკეთებს, რომ გადაიბიროს. „მკვდრისთვის“ მეტისმეტად ამბიციური განაცხადია.
ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად ვითამაშეთ, ჯგუფიდან გავედით და მომავალ ჩემპიონებთან დავმარცხდით. თქმა არ უნდა, ტურნირზე მხოლოდ მოსაგებად უნდა გავიდეთ, მაგრამ სპორტია, ყოველთვის გამარჯვებული ვერ იქნები. როდესაც თამასას მაღლა სწევ, თბილისის „დინამოსავით“ თამაში შეგრცხვება. ფეხბურთელების თანაბარწილად, თუ მეტად არა, ეს წერილი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ხელმძღვანელობას ეხება.
თაობები, შემადგენლობა, მწვრთნელები – „დინამოში“ ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ ხან მონტენეგროს „მორნართან“ აგებენ, ხან მალტის „ჰამრუნთან“, ხან ფარერების „კლასვიკთან“, ხან ესტონეთის „პაიდესთან“, ხან აზერბაიჯანის „ნეფჩისთან“, ხან ყაზახეთის „ასტანასთან“ და ხან ალბანეთის „ტირანასთან“. ერთი ეტაპის გავლა ახარებთ და ანდორის „ენგორდანისთან“ გამარჯვებით ისე იბრიქებიან, გეგონება ეს წარმატება „დინამოს“ ისტორიაში ოქროს ასოებით იყოს ჩასაწერი. იყო „დინამო“, რომელიც ჰრბოდა, ღრიალებდა და გულშემატკივრებიც მას ბანს ეუბნებოდნენ, იყო „დინამო“, რომელიც იბრძოდა, სტკიოდა და ბობოქრობდა. ნაკრების შემყურე, ახალგაზრდა თაობასაც ესმის, რომ ფეხბურთის თამაში შეგვიძლია.
ვეღარავინ გვეტყვის, ქუთაისის ავტოქარხანა „მერსედესის“ წარმოებას როცა დავიწყებთ, შედეგი მხოლოდ შემდეგ მოგვთხოვეთო. გეგონება „ნასა“ სამხრეთ ამერიკიდან აფრენდეს რაკეტებს კოსმოსში.
The Liverpolitan: Georgia on my mindრომან ფიფიამ უნდა გაიგოს, თბილისის „დინამო“ მისი საქმე არაა, ქართულ გრანდს დროს აკარგვინებს, რომელსაც ვერ ავინაზღაურებთ. გაყიდოს, ოღონდ ისე ყასიდად არა, როგორც ახლა. მის მუშაობას მხოლოდ ნეგატივი არ ჰქონია. უფლება აქვს საკლუბო აკადემიით იამაყოს, აქ ნაკრების ბევრი წარმატებული ფეხბურთელი გაიზარდა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ აკადემია და გუნდი სხვადასხვა სფეროა, შეიძლება ერთი კარგად გამოგდიოდეს, მეორეში კი რეგრესი იყო.
საიდან ჩანს? ჩვენი მსოფლიო დონის ფეხბურთელები, მამარდაშვილი და კვარაცხელია „დინამოს“ აკადემიის აღზრდილნი არიან, მაგრამ ძირითად გუნდში შანსიც არ მისცემიათ. გიორგი ქოჩორაშვილიც ასე იყო, „დინამოს“ აკადემიიდან „საბურთალოს“ დიდ გუნდში გადავიდა. მადლობა, რომ ეს ბიჭები სწორად რომ აღზარდეთ, მაგრამ ვაი თქვენ, რომ ტალანტი ვერ დაინახეთ. მესმის, წინადადებით „რეალმა“, „ბარსელონამ“, „ბაიერნმა“ ან „მანჩესტერ სიტიმ“ მოგმართოს და წინააღმდეგობა ვერ გაუწიო – როგორც, მაგალითად პარკაძის შემთხვევაში იყო – მაგრამ კვარა „რუსთავში“, მამარდა „ლოკომოტივში“, ქოჩორა კი „საბურთალოში“ გაუშვეს.
სხვა ქართული გუნდები წარმატება გვახარებს, თქვენი სიბრიყვე არა. ამ ბიჭებისთვის შანსი რომ მიეცათ, გონივრული ეჭვი გვაქვს, „გენტზე“ უკეთეს გუნდში მაინც ვერ გაყიდდნენ. ეს ერთეული შემთხვევა არ არის, ეს ტენდენციაა.
ნეტავ, „კრაკოვია“ ოთარ კაკაბაძეს რამდენს უხდის, რომ მისი დაბრუნება ვერ მოვახერხეთ? ან „სლოვანი“ კაშიას? ან „უნივერსიტატიამ“ მექვაბიშვილს ისეთი რა შესთავაზა, თქვენ რომ ვერ გაწვდებოდით? არც გრაცის „შტურმია“ სტანდარტი. წარმატება თუ გვინდა, აკადემიის ფეხბურთელები უნდა დავინახოთ, შევინარჩუნოთ და, ბოლოს და ბოლოს, ისეთ გუნდში მაინც გავუშვათ, ყოველ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში რომ ითამაშებენ.
ბატონ რომანს მკაფიოდ გავაგებინოთ, რომ ის თბილისის „დინამოს“ რეგრესია. თუ მართლა უყვარს, გაყიდოს.
შეიძლება იყოს 9 ადამიანი, ფეხბურთის თამაშში ჩართულები, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები and ტექსტი გამოსახულება
  • თეგები
  • დინამო
  • რომან ფიფია
წილი
Facebook
Twitter
  • tweet
წინა სტატიასაკურების მერე იქნებ ვოლაბებიც?
შემდეგი სტატიაქალები – ოქტომბერში ირლანდიასთან…
გიორგი ხარშილაძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.

დაკავშირებული სტატიებიმეტი ავტორი

დავთარი

ნახევარფინალი ესპანეთთან

დავთარი

რეპეტიცია მსოფლიო ჩემპიონისთვის

დავთარი

კალვიზანოს დრამა

დავთარი

გაგრძელდება ტრადიცია იტალიასთან ?

დავთარი

სტაბილურობა უიღბლობის წინააღმდეგ

  • სიახლეები
  • დავთარი
  • ძველი ფურცლები
    • ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან
    • კოსმოპოლიტური მიმოხილვა
    • მაიკლ ბერკოვიჩის რჩეული საკრივო ფურცლები
    • ინტერვიუ
    • ოქროს ბურთის ლაურეატები
    • საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
    • ქართველები საბჭოთა ნაკრებში
    • … და ან ცაზე ვარსკვლავები
    • სამეფო რბოლის ლეგენდები
  • ფოტო
    • თვალთვალი
    • გალერეა
  • ავტორები
    • “სარბიელის” ვიქტორინა
    • გია ახალაძე
    • გიო ახვლედიანი
    • ილია ბაბუნაშვილი
    • სლავა გასპაროვი
    • ლაშა გეგეჭკორი
    • სოლომონ გულისაშვილი
    • კობა ინასარიძე
    • დავით თავართქილაძე
    • დავით გულუა
    • გიორგი ვაშაკიძე
    • პაპუნა კედია
    • ლევან კელაურაძე
    • პაატა კვანტალიანი
    • სოსო კოტორეიშვილი
    • გიორგი ნოზაძე
    • ვაჟა ხუციშვილი
  • გიო ახვლედიანის სვეტი
  • რა, როგორ…
  • აქეთურ-იქითური
© სარბიელი, 2017