საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში ესპანეთთან მარცხის შემდეგ (1:2), ნაკრებში მის მომავალთან დაკავშირებით შეკითხვას უპასუხა.
„ჰკითხეთ ფედერაციის პრეზიდენტს, ახლახან დავმარცხდი ნახევარფინალში. თქვენ მშვენივრად იცით პრეზიდენტი რას ფიქრობს. ნახევარფინალამდე მივედით, ეს უკვე დასაფასებელი შედეგია. ახლა ყველა გააანალიზებს იმას, რაც მოხდა, მაგრამ ცხადია, ასი პროცენტით ვერ გამოვიყენეთ ჩვენი პოტენციალი. ვნახოთ, რა იქნება“.