დავით ხოჭოლავა - ომმა ჩემი ოჯახის ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია #1TVSPORT - 1TVსაქართველოს ნაკრებისა და დანიური „კოპენჰაგენის“ მცველმა დავით ხოჭოლავამ 31 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

„ეს რთული, მაგრამ გარდაუვალი გადაწყვეტილებაა, დიდი ხანი ვცდილობდი დაბრუნებას, მაგრამ ფაქტის წინაშე დავდექი – თამაშის გაგრძელება შეუძლებელი აღმოჩნდა. რთულია, მაგრამ ისიც კარგად მესმის, რომ მთავარი ჯანმრთელობაა.

ფეხბურთის თამაში ძალიან მომენატრება. ფანტასტიკური დრო გავატარე „კოპენჰაგენში“. შევიძინე მეგობრები, მივიღე დიდი გამოცდილება, ჩამომიყალიბდა ძლიერი კავშირი კლუბთან, ქალაქთან და, განსაკუთრებით, გულშემატკივრებთან.

მინდა, მადლობა გადავუხადო „კოპენჰაგენს“ ჩემს კარიერაში საუკეთესო წლებისთვის.  ტრავმების მიუხედავად, ჩემი აქ ყოფნა დასამახსოვრებელი იყო როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი ოჯახისთვის – ეს ქალაქი ჩვენთვის მეორე სახლი გახდა“, – თქვა ხოჭლავამ კლუბის ვებგვერდთან საუბრისას.

წილი
წინა სტატიაორი ოლიმპიური საჩუქარი
შემდეგი სტატიაპსჟ კატას უბრუნდება
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...