ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ლაშა გობაძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე  იასპარეზებს #1TVSPORT - 1TVჩვენთვის სასიამოვნო ორი ინფორმაცია გავრცელდა: ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ცნობით, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ოლიმპიადას ჩამოშორებული ბელარუსი მასკევიჩის ადგილს ქართველი ლაშა გობაძე დაიკავებს.

მეორე მძლეოსნობაზეა: 23 წლის ქართველი მძლეოსანი ლიკა ხარჩილავა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე „ველური ბარათის“ წყალობით მოხვდა და სპორტის ამ სახეობაში საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი იქნება. ხარჩილავა პარიზში 100 მეტრიან დისტანციაზე ირბენს. მისი პირადი რეკორდი 12.16 წამია.

შეგახსენებთ, რომ მომავალ ოლიმპიადაზე საქართველო მხოლოდ 28 სპორტსმენით გამოვა და ეს, ყველა დროის ანტირეკორდია.

პარიზში იასპარეზებენ: ლაშა გურული, გიორგი ყუშიტაშვილი (კრივი), სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა), ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა), ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა), ლაშა ტალახაძე, შოთა მიშველიძე, ირაკლი ჩხეიძე (ყველა ძალოსნობა), გოდერძი ძებისაშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, გივი მაჭარაშვილი და გენო პეტრიაშვილი (ყველა თავისუფალი ჭიდაობა), რამაზ ზოიძე, რობერტ კობლიაშვილი, ლაშა გობაძე (ყველა ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), გიორგი სარდალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე, გურამ თუშიშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ეთერ ასკილაშვილი, სოფიო სომხიშვილი (ყველა ძიუდო) და ლიკა ხარჩილავა (მძლეოსნობა).