Many expected Ronaldo to strikeპორტუგალიამ საფრანგეთთან პენალტებში წააგო და ევრო 2024-ს გამოეთიშა. ნახევარფინალში ფრანგები ესპანელებს შეხვდებიან, პორტუგალიელები და მათი ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ კი შინ გაემგზავრნენ.

პორტუგალიისა და საფრანგეთის შეხვედრაში იყო ეპიზოდი, როდესაც „ლურჯების” კარში ჯარიმა დაინიშნა და… სწორად მაშინ წააგო ცნობილმა ინგლისელმა ვარსკვლავმა და ტელეჟურნალისტმა გარი ლინეკერმა ნიძლავი. ლინეკერი და მისი ოპერატორი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჯარიმას რონალდუ დაარტყამდა, რიო ფერდინანდმა კი უთხრა: „არა, ამჯერად ბრუნო (ფერნანდეში) დაარტყამს”.

ლინეკერი და ფერდინანდი ერთ დიდ ბოთლ ძვირფას იტალიურ ღვინოზე, ტოსკანურ „სასიკაიაზე” დანიძლავდნენ.

ფერდინანდი: „საიდან მომივიდა თავში აზრად, რომ ჯარიმას ბრუნო დაარტყამდა? საიდან და თამაშის წინ რონალდუმ მითხრა, რომ ასე მოხდებოდა. ასე რომ ახლა გარის ერთი „სასიკაია” მართებს ჩემი”.

ფერდინანდსა და რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედში” ერთად ჩემპიონთა ლიგა და პრემიერლიგის ჩემპიონის სამი ტიტული აქვს მოგებული.

ცნობისთვის: ნაკრების შემადგენლობაში ბოლო 60 საჯარიმო დარტყმიდან კრიშტიანუმ მხოლოდ ერთი გაიტანა.