Giovanni Di Lorenzo of Italy and Nico Williams of Spain battle for the ball during the UEFA EURO 2024 - Group B match between Spain and Italy at...„ნაპოლის” კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ ესპანეთთან საშინლად ითამაშა, რითაც მთელი იტალიის ყურადღება მიიპყრო. „გაძეტა დელო სპორტმა” მარჯვენა მცველის საკითხს ანალიტიკური წერილი მიუძღვნა.

სტატიის ავტორი ამბობს, რომ შეხვედრის მეხუთე წუთზე ესპანელებისთვის უკვე ნათელი იყო, რომელი ფრთიდან უნდა შეეტიათ. დი ლორენცო შეცდომას შეცდომაზე უშვებდა. კიეზა მას ვერ ეხმარებოდა. ნათლად გამოჩნდა, რომ „ნაპოლის” კაპიტანი დიდი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური პრობლემის წინაშე დგას.

„იქნებ ევრო 2024-ის შემდეგ, სანამ შვებულებაში გავა მან პრეს-კონფერენცია მოაწყოს ან რომელიმე ჟურნალისტს უამბოს თავისი მდგომარეობის შესახებ, — წერს „გაძეტა დელო სპორტი” და განაგრძობს, — საუბრიდან, რომელიც შედგა აგენტ მარიო ჯიუფრედის, „ნაპოლის” სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანას და მწვრთნელ ანტონიო კონტეს შორის, გაირკვა, რომ „ნაპოლი” მის გაყიდვას არ აპირებს. მდგომარეობა ვერც კონტეს პირადმა ზარმა შეცვალა. დი ლორენცომ მას უთხრა, რომ „იუვენტუსი” ელის. თუმცა, როგორც ირკვევა საკითხი კიდევ უფრო კატეგორიულად დგას. იმის მიუხედავად გადავა დი ლორენცო „იუვენტუსში” თუ ვერა, მას ვეზუვისქვეშეთში დაბრუნება არ უნდა.

ჰორიზონტზე ბოგირის გადაწევა მოჩანს, რომელიც სავარაუდოდ ძალიან მძიმე იქნება. მანამდე კი ევროპის ჩემპიონატია. ორშაბათს ხორვატებთან შეხვედრაში სპალეტის შეუძლია ის დაასვენოს, მაგრამ მან თავისი ყოფილი კაპიტნის ხასიათი ყველაზე კარგად იცის. ერთი ფაქტია, ორშაბათამდე სატრანსფერო საკითხი ვერ მოგვარდება და დი ლორენცოს გონებაში კვლავ ორომტრიალი იქნება. ეს კი იტალიის ფეხბურთის ფედერაციას და სპალეტის ძალიან არ აძლევთ ხელს”.