Arda Guller of Real Madrid and Rafa Marin of Deportivo Alaves during the La Liga match between Real Madrid and Deportivo Alaves played at Santiago...„ნაპოლი” სატრანსფერო ბაზარზე ჯერჯერობით მცველებს ეძებს. „პარტენოპეელთა” მენეჯერები „ტორინოდან” ალესანდრო ბონჯორნოს გადმოყვანას ცდილობენ. მათი ინტერესის საგანს წარმოადგენს 28 წლის ესპანელი მარიო ერმესოც, რომელიც 2019 წლის შემდეგ „ატლეტიკოში” თამაშობს. და აი, მესამე ობიექტიც: 22 წლის ასევე ესპანელი რაფა მარინი. ის „რეალის” საკუთრებაა, მაგრამ „ლოს ბლანკოსის” რიგებში არ უთამაშია. მარინი 2023 წლიდან იჯარით „ალავესში” გამოდიოდა, სადაც 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

როდესაც შეიტყო, რომ ბოლოს და ბოლოს მოლაპარაკებები დასასრულს მიუახლოვდა და სადაცაა ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებისთვის ჩავა, რაფა მარინმა სოცილაურ მედიაში დაწერა: Vamos, vamos, vamos! ეს ესპანური შეძახილი რომელიც გამოითქმის „ბამოს” გამხნევებას, წახალისებას გამოხატავს. ამ შემთხვევაში ის ნიშნავდა: „აბა, ჰე!”, საქმე დაიძრა.

„კორიერე დელო სპორტმა” დაწერა, რომ კლუბებს შორის გარიგება შედგა. ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 11 მილიონი ევროა. მცველს „მარადონაზე” 2029 წლამდე გაუფორმებენ კონტრაქტს.

კლუბები ასე შეთანხმდნენ: „რეალს” ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება 2026 და 2027 წლებში ექნება. პირველ ჯერზე მას გადასახდელი ექნება 25, ხოლო მეორე ჯერზე 35 მილიონი ევრო, მაგრამ თუ გაისად ამ დროს „ნაპოლი” „რეალს” რაფა მარინში 10 მილიონ ევროს დაუმატებს, მაშინ სურათი შეიცვლება: 2026 წელს „რეალს” ფეხბურთელში 50, ხოლო 2027-ში 70 მილიონის გადახდა მოუწევს.