Nico Williams of Spain in action against Giovanni Di Lorenzo of Italy during the 2024 European Football Championship Group B football match between...„უკეთ თამაში შეგვეძლო? შეგვეძლო მეტის გაკეთება? სხვა დამოკიდებულება უნდა გვქონოდა? სხვა მენტალიტეტი? სხვა ფეხბურთი უნდა გვეთამაშა? სხვა ფეხბურთელებს უნდა ეთამაშათ?  სამი მცველით უნდა გავსულიყავით მოედანზე თუ ოთხით? კიეზა მარჯვნივ უნდა ყოფილიყო, მარცხნივ თუ მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე? რასაკვირველია, ყველაფრის მოსინჯვა შეიძლებოდა, მაგრამ დღევანდელის მსგავსი თამაშების დროს ფეხბურთი მარტივდება: იტალიას ყველაფრის მოსინჯვა შეეძლო, სპალეტის შეეძლო ყველა ღონე ეხმარა, მაგრამ ესპანეთი აშკარად უფრო ძლიერი გუნდია და სასწაული ის არის, რომ მატჩი ასეთი შედეგით დასრულდა.

ჩვენ ახლა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასასველად ხორვატებს უნდა ვებრძოლოთ და იქნებ სამიდან ორ შეხვედრაში გავიმარჯვოთ…

…არ მინდა დი ლორენცოს კრიტიკაში გადავაჭარბო და ამას თავისი მიზეზი აქვს: ის ფენომენალური ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაშოდა. დიახ, ნიკო უილიამსი ფენომენია. აი, ჟორჟინიოსა და კიეზას შესახებ კი სხვანაირად ვიტყვი. დაუშვებელია, როდესაც შეგიძლია, მაგრამ მაინც ასე ცუდად თამაშობ. დაფიქრდება სპალეტი ამის შესახებ? ვფიქრობ დაფიქრდება და ხორვატიასთან სხვა იტალიას ვიხილავთ”.

ასეთი გახლდათ მიმომხილველ სანდრო საბატინის მიერ calciomercato-ში გამოქვეყნებული წერილი, რომელიც ესპანეთისა და იტალიის ნაკრებების შეხვედრას ეხებოდა. ესპანელებმა შთამბეჭდავად ითამაშეს, 1:0 მოიგეს. გოლი ბოლონიელმა მცველმა რიკარდო კალაფიორიმ თავის კარში ჩაჭრა. „ლა როხამ” ფლეი-ოფში გაინაღდა ადგილი, B ჯგუფის დანარჩენ გუნდებს კი ბრძოლა მოუწევთ. მესამე ტურში იტალია ხორვატიას შეხვდება, ხოლო ესპანეთი ალბანეთს. იტალიელებს 3 ქულა აქვთ, ხოლო ალბანელებს და ხორვატებს თითო.

მატჩის შემდეგ იტალიელთა თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ თქვა: „ყველას უნდა ესპანეთის ნაკრებს, მათი თამაშის მანერას მიბაძოს. ეს გუნდი აგერ უკვე რამდენი ხანია კარგ ფეხბურთს თამაშობს”.