ავსტრიაში შეკრებაზე მყოფ საქართველოს ნაკრების შეკრებას ექვსი მოთამაშე შეუერთდა – დღეიდან გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი და ანზორ მექვაბიშვილი ნაკრებთან ერთად მოემზადებიან. დანარჩენი ფეხბურთელები კი ეროვნულ გუნდს მომდევნო დღეებში დაემატებიან.

მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში „ჯვაროსნები“ 9 ივნისს, პოდგორიცაში, მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.

ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 18 ივნისს, 20:00 საათზე თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

აქვე სასიამოვნო სიახლესაც გამცნობთ – 10 ივნისს გამოვა გაზეთ „სარბიელის“ 36-გვერიდიანი საკოლექციო ნომერი, რომელსაც ქომაგები საჩუქრად მიიღებენ.