Enzo Barrenechea of Frosinone celebrates with team mates after scoring the goal of 0-1 during the Italy Cup football match between SSC Napoli and...
თასის გათამაშებიდან „ნაპოლი” მერვედფინალში „ფროზინონემ” გამოთიშა (0:4).

გუშინ სერია A-ში „ფიორენტინამ” სტუმრად მოუგო „კალიარის” (3:2), რაც იმას ნიშნავს, რომ „ნაპოლი” რვა უძლიერეს გუნდს შორის ვეღარ მოხვდება. ამის გამო „აძური” იტალიის თასის შემდგომ გათამაშებას განთესილი გუნდის სტატუსით ვერ დაიწყებს. ასეთი რამ 2009 წლის შემდეგ არ მომხდარა.

იტალიი თასის 2024-25 წლების გათამაშებაში „ნაპოლი” მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთვება. გასულ სეზონში მეთექვსმეტედფინალი იტალიელებმა 11-14 აგვისტოს ჩაატარეს. ამ ეტაპიდან გასულები თასისთვის ბრძოლას ნოემბერში აგრძელებენ.

ზემოთ ნათქვამი კი იმას ნიშნავს, რომ „პარტენოპეელები” სეზონს ადრე დაიწყებენ. მათი მეტოქე სერია B-ს რომელიმე გუნდი იქნება. შეხვედრა ნეაპოლში”, მარადონაზე გაიმართება. შეჯიბრების ოფიციალური კალენდარი ჯერჯერობით არ არსებობს.

ნაპოლიმ იტალიის თასი ბოლოს 2020 წელს მოიგო.