შეიძლება იყოს ‎8 ადამიანი, საბრძოლო ხელოვნებით დაკავებული ადამიანები and ‎ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „‎ப WORLD CHAMPIONSHIPS NSHIPS ABU DHABI 2024 20 24 ابوطبي للجودو للد م الم العالم الو لولة بطولة بط 19-24 19-24MAY MAY WATCH ALL WATCHALLON ON JUDO TV THE JUDO WORLD MEETS IN ABU DHABI #JUDOWORLDS 19-24MAY 19-24 MAY‎“‎‎ გამოსახულება19-24 მაისს აბუ დაბიში ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. ეს არის პარიზში გასამართი ოლიმპიური თამაშების ბოლო სალიცენზიო ტურნირი…

წინასწარვე უნდა ვთქვათ, რომ ვაჟთა შორის საქმე კარგად გვაქვს და შვიდივე წონაში ლიცენზიის მოპოვება არ გაგვიჭირდება. უფრო რთულად არის საქმე ქალთა შორის, რამაც შესაძლოა, გუნდური ლიცენზია დაგვაკარგვინოს.

ქალებში ერთი ლიცენზიანტი აუცილებლად გვეყოლება – ეთერ ლიპარტელიანი (57კგ.). მეორე ლიცენზიასთან ახლოს არის სოფიო სომხიშვილი (+78).

შეიძლება იყოს ‎text that says '‎ABU DHABI WORLD CHAMPIONSHIPS 2024 ابوطبي للجودو العالم بطولة CASH PRIZE € €1,000,000 ABU DHABI JUDO WORLD CHAMPIONSHIPS 19 24 MAY MUBADALA AREANA‎'‎ გამოსახულებასაქართველომ თუ ქალთა შორის მეორე ლიცენზია აიღო, მაშინ საშუალება გვექნება პარიზში შერეული გუნდური ნაკრებითაც ვიასპარეზოთ. მართალია, გუნდურში სამი ქალი გვჭირდება, მაგრამ აქ საქმეში თავად გუნდური რეიტინგი ჩაერთვება და მესამე ლიცენზიანტი აღარ დაგვჭირდება. სამაგიეროდ, გვჭირდება სომხიშვილის წარმატებული გამოსვლა. ჩვენებურის მთავარი კონკურენტი პოლონელი კინგა ვოლჩაკია, ვისაც 25 ქულით უსწრებს. იმისათვის, რომ სომხიშვილი სალიცენზიო ზონაში დარჩეს, პოლონელმა მასზე უკეთესი შედეგი არ უნდა აჩვენოს. ანუ, ორივე ერთ ეტაპზე უნდა გავარდეს, ან ჩვენებური უფრო წინ წავიდეს.

რაც შეეხება მთლიანად ნაკრებს: მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი არაბთა გართიანებულ საემიეროებში ორ ლიდერს მოისაკლისებს – ლაშა ბექაური (90) და ილია სულამანიძე (100) აბუ დაბიში არ იჭიდავებენ. თუმცა, გუჯეჯიანმა ცხრაკაციანი კვოტა მაინც სრულად გამოიყენა. მართალია, 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მონაწილე არ გვეყოლება, მაგრამ სამ წონას გავაორებთ.

საქართველოს შემადგენლობა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე: კაცები: გიორგი სარდალაშვილი (60); ვაჟა მარგველაშვილი (66); ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი (ორივე 73); ტატო გრიგალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე (ორივე 81); გიორგი ჯაბნიაშვილი (90); გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი (ორივე +100); ქალები: ნინო ლოლაძე (57); ეთერ ასკილაშვილი (63); სოფიო სომხიშვილი (+78). მსოფლიო ჩემპიონატი 24 მაისს შერეული გუნდური ტურნირით დასრულდება.