Wayne Rooney names Man Utd star who was a 'nightmare' in dressing room |  Football | Metro News„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ „წითელი ეშმაკები“ გააკრიტიკა.

„მათ უნდა ააშენონ გუნდი ბრუნო ფერნანდეშის გარშემო. ის ხარისხიანი ფეხბურთელია, მებრძოლი ხასიათი აქვს. დანარჩენები მოაშორეთ.

ვფიქრობ, ახალგაზრდა მოთამაშეები უნდა შევინარჩუნოთ ბრუნოსთან ერთად. სხვა მხრივ, გუნდის მასობრივი წმენდაა საჭირო.

შევინარჩუნებდი ონანას, მაგუაირს და დალოს? დალო კარგად მუშაობს, მაგუაირმა ჩინებული სეზონი ჩაატარა, მაგრამ ამ ლიგაში ასპარეზობისთვის მათ უკეთესი მოთამაშეები სჭირდებათ. სხვაგვარად არ გამიგოთ, ესენი კარგი მოთამაშეები არიან. მაგრამ „მანჩესტერ სიტისთან“, „ლივერპულთან“ და „არსენალთან“ კონკურენციაში მათ უფრო მაღალი დონის მოთამაშეები სჭირდებათ”, – თქვა რუნიმ.

37 ტურის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედი“ 57 ქულით პრემიერლიგის მე-8 ადგილზეა. ჩემპიონატს „მანჩესტერ სიტი“ ლიდერობს (88 ქულა).