შეიძლება იყოს 5 ადამიანი, ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები and ტექსტი გამოსახულება„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მე-13 ტურში ლიდერთა ოთხეულმა ამჯერადაც ვერ გაიმარჯვა: „იბერიამ“ თბილისურ დერბიში „დინამოსთან“ წააგო, „დილამ“ და ტორპედომ“ ერთმანეთთან 1:1 ითამაშეს, „ბათუმი“ კი „თელავს“ დაუზავდა. სატურნირო განლაგებაც არ შეცვლილა.

„ტორპედომ“ ზედიზედ მეხუთე ფრე ითამაშა.

„თელავი“ 64-ე წუთამდე უგებდა „ბათუმს“ მაკსიმ მაიროვიჩის ადრეული გოლით, შემდეგ პაატა ღუდუშაურმა  გაათანაბრა. თელაველთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ჰქონდა სომეხ სპეციალისტს, არმენ ადამიანს.

სხვათა შორის, „ბათუმმა“ მიმდინარე სეზონში შინ პირველად ითამაშა ფრედ.

„დინამომ“ ბოლო ოთხ მატჩში პირველად გაიმარჯვა. ეს მოგება მათთვის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი. ახალგაზრდა გუნდია და თავდაჯერება სჭირდებათ. ერთადერთი, სადებიუტო გოლი გვატემალელმა ოსკარ სანტისმა გაიტანა.

„კოლხეთი“ შინ 0:2 აგებდა „სამგურალთან,“ მაგრამ ქულა მაინც გადაარჩინა – 3:3. დუბლი მიითვალა ფოთელთა 21 წლის ნახევარმცველმა, გიორგი აბუაშვილმა.

„გაგრა“ აღარ ხუმრობს, ვლადიმერ ხაჩიძის შეგირდება ზედიზედ მესამედ გაიმარჯვეს. ამჯერად მათი „მსხვერპლი“ აუტსაიდერი „სამტრედია აღმოჩნდა.

გაგრა 2:1 სამტრედია

1:0 პაპუაშვილი (14), 1:1 ხმალაძე (52 პენ), 2:1 ციცქიშვილი (74)

დილა 1:1 ტორპედო

0:1 სანდოხაძე (45+2), 1:1 გაგნიძე (61)

კოლხეთი 3:3 სამგურალი

0:1 კალანდარიშვილი (3), 0:2 ვერულიძე (37), 1:2 ხარებავა (57), 1:3 ლუკა ხორხელი (67), 2:3, 3:3 აბუაშვილი (70, 89)

დინამო 1:0 იბერია

1:0 სანტისი (19)

გაძევება: ჯგერენაია (45) – იბერია

ბათუმი 1:1 თელავი

0:1 მაიროვიჩი (6), 1:1 ღუდუშაური (64)

გაძევება: მორჩილაძე (89) – თელავი

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
დილა17115127:935
ტორპედო1795331:1929
იბერია 199917102532:2732
ბათუმი1793522:1830
კოლხეთი1747625:2818
გაგრა17611014:2116
დინამო1747614:1918
თელავი1745813:1816
სამგურალი1744921:2516
სამტრედია1717911:309

მეგოლეები: გიორგი კოხრეიძე (იბერია), ბიორნ იონსენი (ტორპედო, ნორვეგია) – 7, გიორგი არაბიძე (ტორპედო),შოთა ნონიკაშვილი (იბერია), ტაირელ ვოუტერი (დილა, ნიდერლანდები) – 5