Mixail Fomenko vəfat etdiკიევის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი და უკრაინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი მიხაილ ფომენკო 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფომენკო 1972 წელს გადავიდა კიევის „დინამოში“. ლურჯ-თეთრების შემადგენლობაში მცველმა სამჯერ მოიგო სსრკ ჩემპიონატი და ორჯერ ქვეყნის თასი.

1975 წელს ფომენკო დაეხმარა კიევის „დინამოს“ თასების მფლობელთა თასის და უეფას სუპერთასის მოგებაში.

სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში სპეციალისტი ძირითადად უკრაინულ კლუბებთან მუშაობდა.

1987-89 წლებში კი ის ლანჩხუთის „გურიას“ მწვრთნელი გახლდათ.

2012-16 წლებში კი უკრაინის ეროვნულ გუნდს ედგა სათავეში.