„კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგის მე-11 ტური ლიდერთა ოთხეულისთვის წარუმატებელი გამოდგა: „იბერიამ“ და „ტორპედომ“ ქულები გაიყვეს (3:3), „დილამ“ „სამგურალს“ ვერ აჯობა (1:1), „ბათუმმა“ კი სულაც აუტსაიდერ „გაგრასთან“ წააგო (0:1).
„იბერიამ“ მიჯრით ხუთმოგებიანი სერია შეწყვიტა. მე-4 წუთზე უკვე 2:0 იგებდნენ, მაგრამ ტორპედოელებმა ხასიათი გამოავლინეს და უკვე დამატებულ წუთებზე გაათანაბრეს ანგარიში. ბოლო ბურთი ბიორნ იონსენმა გაიტანა, ეს ნორვეგიელის მეშვიდე გოლია სეზონში და ბომბარდირთა დავასაც კვლავ ის უდგას სათავეში.
გორელები „სამგურალთან“ მეკარე კერსელიძის შეცდომის გამო აგებდნენ, ტაიმის მიწურულს კაცნაკლულნიც დარჩნენ, მაგრამ ბოლოსკენ მაინც გაათანაბრეს ანგარიში. გოლი შეცვლაზე შესულმა ნიდერლანდელებმა შექმნეს – ტაირელ ვუოტერის გადაცემით კიფონ ლაიდსმანმა გაიტანა.
„ბათუმმა“ მოულოდნელად აუტსაიდერ „გაგრასთან“ წააგო, ერთადერთი გოლი როინ კვასხვაძეს ყოფილმა ბათუმელმა, მათე ვაწაძემ გაუტანა.
„კოლხეთმა“ ქობულეთში „სამტრედიას“ 2:0 აჯობა და ცხრილის შუაში დაიკავა ადგილი.
„დინამომ“ და „თელავმა“ ერთმანეთს ვერ გაუტანეს, თუმცა ამ მატჩში ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა: დინამოელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა 15 წლის საბა ხარებაშვილს. საბა 15 წლის და 236 დღისაა, „დინამოს“ ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი ეროვნულ ლიგაში.
კოლხეთი 2:0 სამტრედია ქობულეთში
1:0 ლაშა კოხრეიძე (73 პენ), 2:0 აბუაშვილი (90+3)
გაძევება: ასუნსეო (90+3) – სამტრედია
69-ე წუთზე კლიმოვმა ვერ გაიტანა პენალტი – კოლხეთი
დინამო 0:0 თელავი
იბერია 3:3 ტორპედო
1:0 კომახიძე (2), 2:0 ჯგერენაია (4), 2:1 პირესი (33), 3:1 გიორგი კოხრეიძე (60), 3:2 არაბიძე (72 პენ), 3:3 იონსენი (90+3)
დილა 1:1 სამგურალი
0:1 კარლოსი (19), 1:1 ლაიდსმანი (89)
გაძევება: ლოპესი (45+5) – დილა
ბათუმი 0:1 გაგრა
0:1 ვაწაძე (90)
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
იბერია 1999 | 31 | 20 | 4 | 7 | 66:41 | 64 |
ტორპედო | 31 | 18 | 7 | 6 | 52:35 | 61 |
დილა | 31 | 16 | 11 | 4 | 51:25 | 59 |
ბათუმი | 31 | 12 | 10 | 8 | 39:36 | 49 |
დინამო | 31 | 9 | 11 | 11 | 31:36 | 38 |
სამგურალი | 31 | 8 | 9 | 14 | 43:45 | 33 |
გაგრა | 31 | 9 | 5 | 17 | 30:45 | 32 |
კოლხეთი | 31 | 6 | 13 | 12 | 39:52 | 31 |
თელავი | 31 | 6 | 9 | 16 | 24:38 | 27 |
სამტრედია | 31 | 5 | 11 | 15 | 30:52 | 26 |
მეგოლეები: ბიორნ იონსენი (ტორპედო, ნორვეგია) – 7, გიორგი კოხრეიძე (იბერია) – 6, გიორგი არაბიძე (ტორპედო), შოთა ნონიკაშვილი (იბერია) – 5