„ნაპოლიმ” ემპოლიში სავარაუდოდ სეზონის ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა და 0:1 წააგო. ხვიჩა კვარაცხელიამ 72 წუთი ითამაშა. გთავაზობთ, თუ როგორ შეაფასეს ქართველის მოქმედებები იტალიურმა საიტებმა.

calciomercato — 5.5 თავიდან ფრთაზე დაიწყო, მაგრამ სივრცე ვერ იპოვა და ცენტრისკენ დაიწყო შესვლა, სადაც ორიოდ იდეა მოუვიდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

iamnaples — 5 მან ცადა მოედანზე 360 გრადუსიანი მოძრაობით შოკი მოეხდინა, ფაქტობრივად შემტევი ნახევარმცველის როლი მოირგო, მაგრამ მეტოქეები მჭირდოდ მეურვეობდნენ, ხოლო თავად რაც დრო გადიოდა მით უფრო მეტად ნერვიულობდა. იდეები საერთოდ არ ჰქონდა, ასეთი რამ მისთვის მეტისმეტია.

areanapoli — 4.5 სულ ორიოდ გადაწყვეტილება მიიღო და სერპანტინი სცადა რომელთა განვითარებაც მარტივი ამოსაცნობი იყო.

napolipiu — 5.5 იმ იშვიათთაგანი ვისაც ნაპერწკალი ჰქონდა.

tuttonapoli — 4.5 ტოსკანას მზის ქვეშ მის პირველ გამონათებამდე მთელი საათი ვიცადეთ და ეს გამონათებაც ერთადერთი აღმოჩნდა.

Kiss Kiss Napoli — 3 ამ პორტალმა „ნაპოლის” ყველა ფეხბურთელსა და მწვრთნელს 3 დაუწერა.

calcionapoli24 — 5 ის არის ფეხბურთელი, რომელმაც მიმდინარე სეზონში მეტოქის კარში სულ მცირე ასჯერ დაარტყა და მოწინააღმდეგის საჯარიმოში ყველაზე მეტჯერ 187-ჯერ იმოქმედა, მაგრამ ამ შეხვედრაში კაში ერთხელაც არ დაურტყამს. დარტყმის ერთი მცდელობა ჰქონდა და ისიც მეტოქეს მოხვდა. ოთხჯერ სცადა დრობლინგი და ერთხელ გამოუვიდა.

calcionapoli1926 — 5.5 ყოველი მხრიდან ალყაშემორტყმული იყო და მიუხედავად ამისა გახლდათ ერთადერთი, ვინც კარში დაარტყა, როდესაც მეკარე ელია კაპრილემ აუღო. მას მეტის გაკეთებაც შეუძლია, მაგრამ თანაგუნდელები არ ეხმარებიან.

ილუსტრაციების სახით კი გთავაზობთ სტატისტიკაზე ორიენტირებული საიტების Flashscore-სა და whoscored-ის მიერ დაწერილ ქულებს.