ვინ გახდება „ნაპოლის” მომავალი მწვრთნელი? ჟურნალისტმა და კომენტატორმა რაფაელე აურიემამ რადიო CRC-ს პროგრამა Si Gonfia la Rete-ში ანტონიო კონტეს ვარიანტი განიხილა. მან თქვა:

„კონტე ჩირო ფერარას დაუკავშირდა და ასისტენტობა სთხოვა, ეს კი უკვე იმის მანიშნებელია, რომ ის მუშაობის დაწყებას აპირებს. არის კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ კონტე „ნაპოლის” სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს არგუმენტი მეტად სერიოზულია: კონტეს მეუღლეს ელისაბეტას ნეაპოლი ძალიან უყვარს და დიდი სიამოვნებით იცხოვრებდა ამ ქალაქში. მესამე, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, გახლავთ 200 მილიონი ევრო, რომელსაც აურელიო დე ლაურენტისი ახალ მწვრთნელს ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისთვის მისცემს. დე ლაურენტისი ცდილობს კონტეს „ნაპოლისკენ” მიმავალ გზაზე ხალიჩა დაუგოს.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტს ფული არ უჭირს და კარგად იცის, რომ მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელის თანხმობის მისაღებად თანხა არ უნდა დაინანოს. მას ეს მიდგომა გასულ ზაფხულშიც რომ ჰქონოდა, „ნაპოლი” სულ მცირე ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ადგილს დაიკავებდა”.