Guardiola: 'Ancelotti eccezionale, lo ammiro' VIDEO|Champions League |  Calciomercato.comმადრიდის „რეალის“ მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საპასუხო მატჩში „მანჩესტერ სიტის“ (1:1, 4:3 პენალტებით) დამარცხებაზე კომენტარი გააკეთა.

„როგორ ავხსნა ეს ყველაფერი? კარგად დავიწყეთ, წინ გავედით, შემდეგ კი გადარჩენისთვის ბრძოლა და გაძლება მოგვიწია. „სიტი“ ბურთს აკონტროლებდა, რადგან ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით საკუთარ კართან.

დღეს ძალიან, ძალიან კარგად ვიცავდით თავს. „რეალი“ გადარჩენისთვის მუდმივ ბრძოლაზე აგებული კლუბია. ხშირად აღმოვჩნდებით ისეთ სიტუაციებში, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს მაგრამ ყოველთვის ვპოულობთ.

თერთმეტმეტრიანების დაწყების დროისთვის სრულიად დარწმუნებულები ვიყავით, რომ შემდგომ ეტაპზე გავიდოდით. „სიტის“ დამარცხების ერთადერთი გზა ამ სტადიონზე სწორედ თავდაჯერებაა.

პეპ გვარდიოლა ყოველთვის ჯენტლმენი იყო. ახლაც, მოვიდა, მოგვილოცა და წარმატებები გვისურვა. ეს მას ნამდვილ კაცად აქცევს“, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.