Osimhen dejected„ნაპოლიმ” კიდევ ერთი წარუმატებელი თამაში უნდა დაივიწყოს — გუნდმა, რომელიც ჯერ კიდევ მაღალ მიზნებს ისახავს, შინ ვერ მოუგო „ფროზინონეს”, 2:2. ჩოჩარელებთან შეხვედრამ „ნაპოლის” ყველა ნაკლი ერთად წარმოაჩინა. დაცვა დაცვად და „აძურიმ” რამდენიმე აშკარა საგოლე მომენტი გაუშვა ხელიდან. ყველაზე მეტად ვიქტორ ოსიმენი სცოდავდა. მან განსაკუთრებით პირველ ტაიმში გააცუდა შესაძლებლობები. „ფროზინონეს” მეკარემ სტეფანო ტურატიმ სულ მცირე ორჯერ აჯობა პირისპირ. შესვენების შემდეგ კი „ესტაფეტა” დაცვამ გადაიბარა და სტუმრებს ორჯერ მისცა ანგარიშის გათანაბრების საშუალება.

საფინალო სასტვენის შემდეგ ვინ იცის მერამდენედ განმეორდა ის, რაც ამ სეზონში ბევრჯერ მომხდარა — „მარადონაზე” შეკრებილმა გულშემატკივარმა ფეხბურთელებს ობსტრუქცია მოუწყო. სწორედ მაშინ გააკვირვა ნიგერიელმა თავდამსხმელმა ხალხი თავისი უცნაური საქციელით, რომელიც ვერავინ გაიგო, რას ნიშნავდა.

ტელევიზორშიც ჩანდა, რომ ფეხბურთელები პროტესტის მიუხედავად გულშემატკივრებთან მივიდნენ, ტაში დაუკრეს მათ და მოუბოდიშეს. ტრიბუნები ამ დროს გუგუნებდნენ სიმღერას: „ჩვენ მეტს ვიმსახურებთ”. შემდეგ კი გუნდი გასახდელში შევიდა, თუმცა ოსიმენმა მოედანი სვებთან ერთად არ დატოვა. ის მოედნის ცენტრში მივიდა და ძალიან დიდხანს იდგა დოინჯშემორტყმული. ნეაპოლში თავს ინუგეშებენ, რომ ნიგერიელმა ასე მორიგი ცუდი შედეგით გამოწვეული განცდა გამოხატა.