გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტურის მატჩში „ლევერკუზენი“ „ვერდერს“ შეხვდა ანგარიშით 5:0 და ვადაზე ადრე გახდა გერმანიის ჩემპიონი.

ამრიგად, „ლევერკუზენი“ ბუნდელსიგის ისტორიაში მხოლოდ მე-13 გუნდია, რომელმაც ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

სხვადასხვა წლებში გერმანიის ჩემპიონატის გამარჯვებულები იყვნენ „დორტმუნდი“ (5 გამარჯვება), „გლადბახი“ (5), „ვერდერი“ (4), „ჰამბურგი“ (3), „შტუტგარტი“ (3), „კიოლნი“ (2), „კაიზერსლაუტერნი“ (2); თითო ჩემპიონობა აქვთ „ვოლფსბურგს“, „ბრაუნშვაიგს“, „ნიურნბერგს“ და „მიუნხენ 1860“-ს.

ჩემპიონატში გამარჯვებების რაოდენობით რეკორდსმენი ცხადია მიუნხენის „ბაიერნი“ გახლავთ – 32.

გაითვალისწინეთ, რომ საუბარია გამარჯვებებზე ბუნდესლიგაში, რომელიც 1963 წელს დაარსდა.

Bayer Leverkusen wins first Bundesliga title, ending Bayern Munich's  11-year reign – KGET 17