საფრანგეთის ნაკრების და მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი შესაძლოა დარჩეს ესპანეთის ჩემპიონატში და გააგრძელოს კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან.

გრიზმანს „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი 2026 წელს ეწურება, თუმცა კლუბი უკვე ცდილობს ფრანგ ფორვარდთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფორვარდის მომსახურებით „პარი სენ-ჟერმენი“ და ამერიკული MLS-ის რამდენიმე კლუბი იყო დაინტერესებული. მისი გადაბირების მთავარი პრეტენდენტი მაიამის „ინტერია“, რომელშიც „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელები თამაშობენ: ლიონელ მესისთან, ლუის სუარესთან, სერხიო ბუსკეტსთან და ჟორდი ალბასთან ერთად გრიზმანი რამდენიმე წელიწადს თამაშობდა..

მიმდინარე სეზონში გრიზმანმა კლუბის ყველა შეჯიბრში 41 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 21 ბურთი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.

Griezmann y Koke, de gira deportiva por Miami

წილი
წინა სტატიასამშობლო !!!
შემდეგი სტატიალევერკუზენი მე-13
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.