ეროვნული ლიგის მე-7 ტურში, რომელიც სამი დღის განმავლობაში ჩატარდა, ლიდერი სამჯერ შეიცვალა. ჯერ „იბერია“ გაპირველდა, შემდეგ „დილა,“ ბოლოს კი „ბათუმმა“ ცენტრალურ მატჩში „დინამო“ დაამარცხა და კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს.

„ბათუმისა“ და „დინამოს“ შეხვედრაში ბევრი საინტერესო რამ მოხდა. ვიხილეთ თორნიკე ოქრიაშვილის დებიუტი თბილისის „დინამოში.“ მან 70-ე წუთზე კიდევ ერთი ახალწვეული, ვასლიოს გორდეზიანი შეცვალა.

თორნიკე კვიპროსიდან საქართველოს ჩემპიონატში შარშან დაბრუნდა. მშობლიური „გაგრას“ მაისურა მოირგო, თუმცა მხოლოდ სამი თამაში ჩაატარა. ამჯერად კი დინამოელებთან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

მიმდინარე სეზონში როვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა „ბათუმში“ სომხური „ალაშკერტიდან“ გადასულმა ლევან კუტალიამ.

„დინამო“ კი განსხვავებული, ყვითელი ფორმით წარსდგა მაყურებლის წინაშე. წლეულს ასეთი ფორმით „დინამო 2“ თამაშობს ხოლმე ლიგა 2-ის მატჩებში. მთავარ გუნდს კი ამ ფერის სამოსი პირველად ეცვა.

„დილამ“ „სამტრედიას“ 3:0 აჯობა და როგორც ვთქვით, ცოტა ხნით გალიდერდა.

„ტორპედომ“ ზედიზედ მეორედ მოიგო, ხოლო მიმდინარე სეზონში სტუმრად პირველად იმარჯვა. მორიგი გოლი გაიატანა ქუთაისელთა ნორვეგიელმა შემტევმა ბიორნ იონსენმა.და ბომბარდირთა დავაში 5 გოლით კვლავ დაწინაურდა.

„სამგურალმა“ „თელავი“ დაამარცხა და ბოლოსწინა ადგილზე აინაცვლა. ეს წყალტუბოელთა პირველი გამარჯვება გახლდათ მიმდინარე სეზონში.

კოლხეთი 1:2 იბერია

0:1 ჯავი (42), 1:1 ზურაბიანი (50), 1:2 სილა (76)

გაძევება: ფირანაშვილი (45+2) – კოლხეთი 1913

სამგურალი 2:1 თელავი

1:0 შეროზია (4), 1:1 ხაბულიანი (55), 2:1 ლუკა ხორხელი (77)

გაძევება: ბუკორაცი (90+4) – თელავი

გაგრა 0:1 ტორპედო

0:1 იონსენი (35)

დილა 3:0 სამტრედია

1:0 გაგნიძე (30 პენ), 2:0 კონტე (45+1), 3:0 შეყილაძე (66)

74-ე წუთზე გოგოლაშვილმა (სამტრდია) ვერ გაიტანა პენალტი

 ბათუმი 2:0 დინამო

1:0 გომისი (34), 2:0 კუტალია (68)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
დილა15104125:934
იბერია 199915102332:2132
ბათუმი1583420:1527
ტორპედო1575326:1726
დინამო1546511:1518
სამგურალი1544719:2016
გაგრა1551913:1916
კოლხეთი1536621:2615
თელავი1534811:1713
სამტრედია1515911:308

მეგოლეები: ბიორნ იონსენი (ტორპედო, ნორვეგია) – 5, გიორგი არაბიძე (ტორპედო), გიორგი კოხრეიძე (იბერია), ტაირელ ვოუტერი (დილა, ნიდერლანფდები) – 4