Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli battles for the ball with Armando Izzo of AC Monza during the Serie A TIM match between AC Monza and SSC Napoli...„ნაპოლიმ” მონცაში 4:2 მოიგო. ამ შეხვედრაში მოედანს დაუბრუნდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც საქართველოს ნაკრებში ნატკენმა ფეხმა „ატალანტასთან” სერია A-ს წინა ტურის შეხვედრა გამოატოვებინა. ამჯერად ხვიჩამ მოედანზე 68 წუთი დაჰყო და სხვადასხვა პორტალებისგან ასეთი შეფასებები მიიღო:

calciomercato — 6 მაშინაც, როდესაც საქმე კარგად არ მიდიოდა, ბურთს რომ მოიხელთებდა გაგრძელებას ეძებდა და სახიფათო ხდებოდა. შეცვალეს, რადგან ტრავმა ბოლომდე მოშუშებული არ აქვს.

iamnaples — 6.5 პირველ ტაიმში ის „ნაპოლის” თამაშის წყარო იყო: ბევრს გადაადგილდებოდა და გაგრძელებებს ეძებდა. ერთადერთი, სიზუსტე აკლდა.

areanapoli — 6.5 პირველ ტაიმში მისი მოქმედებები როგორც შეტევაში ასევე დაცვაში მაინცდამაინც გონივრული არ იყო, მაგრამ იმ ეპიზოდში, როდესაც ოსიმენმა მეკარე დი გრიგორიოს ბურთი აწაპნა, საჯარიმოში ცუდად არ უმოქმედია. მეორე ნახევარში მის ცრუმოძრაობებს, გადაწყვეტილებებსა და პასებს  ნაპერწკალი დაუბრუნდა. მაგალითად მაშინ, როდესაც ჟელინსკის ბურთი გადააწოდა.

napolipiu — 6.5 სიტყვიერი შეფასების გარეშე.

tuttonapoli — 6.5 იმ ეპიზოდში, როდესაც ოსიმენის მოპოვებული ბურთი ჩაუვარდა გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ვერ მოახერხა. რამდენიმე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა.

calcionapoli24 — 6 მეხუთე წუთზე საჯარიმო მოედანში, გაგრძელების ძებნაში ბევრჯერ შეეხო ბურთს. 32-ე და 45-ე წუთებზე ბურთი რომ იხელთა, კარში თავდახრილმა დაარტყა, გეგონება მიხვდა, რომ მისი თანაგუნდელები სრულყოფილ მონაწილებობასარ იღებდნენ. დაწოლილ დი გრიგორიოს კი კარში ვერ შეუგდო ბურთი.

ilnapolista — 5 ერთი და იგივე დრიბლინგი მარცხნიდან ცენტრისკენ და შემდეგ დარტყმა. მოულოდნელობის ეფექტს კარგავს.

calcionapoli1926 — 5.5  არ იყო საუკეთესო ფორმაში. ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და დაშტამპულად თამაშობდა. მოწადინებული იყო, მაგრამ კონცენტრაცია აკლდა.

flashscore-მა 7,5 ქულა დაუწერა, ხოლო whoscored-მა 7,1. ეს საიტები ფეხბურთელებს სტატისტიკის მიხედვით აფასებენ.