„ატალანტასთან” შინ 0:3 დამარცხების შემდეგ „ნაპოლის” თავკაცი ფრანჩესკო კალცონა „მონცასთან” სტუმრობისთვის ემზადება. სეზონის დამთავრებამდე 8 ტურით ადრე მე-8 ადგილზე მყოფ ნეაპოლელთათვის თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეის მონაცემებით კონფერენციის ლიგაზე გამსვლელი პოზიცია „ატალანტას” უჭირავს — ბერგამოელები „ნაპოლის” 5 ქულით აღემატებიან და ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. „აძურის” 7 ქულით უსწრებს ევროპის ლიგაზე გამსვლელი „რომა”, ჩემპიონთა ლიგაზე მიმავალთა შორის ბოლო, „ბოლონია” კი ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს 12 ქულით უსწრებს.
„კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ მონცაში კალცონა „ატალანტასთან ნათამაშევი შემადგენლობიდან სავარაუდოდ სამ კაცს შეცვლის. უპირველეს ყოვლისა მოედანს დაუბრუნდება ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც გამოჯანმრთელების გზას ადგას და დიდი ალბათობაა, რომ პირველივე წუთიდან მოედანზე იქნება. გარდა ამისა, მარიო რუის ნაცვლად ითამაშებს მატიას ოლივერა, ხოლო ჰამედ ტრაორეს ადგილს პიოტრ ჟელინსკი დაიკავებს.