გიორგი მამარდაშვილი ესპანეთში პოპულარული მეკარეა, რომელიც თანდათანობით ევროპაშიც ითქვამს სახელს. თამაშის მიხედვით კი ის დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესეოა. ამას რომ ვამბობთ, ვითვალისწინებთ მის ასაკს და აქედან გამომდინარე ფაქტს, რომ ჯერ კიდევ იზრდება. და ამ ყველაფრის გამო ის მიიჩნევა გოლიკერად, რომელიც უახლოეს მომავალში ევროპული ფეხბურთის მწვრვალზე უნდა ავიდეს.

მისი თამაში ეფექტს ახდენს: ცოტა ხნის წინ Transfermarkt-მა ლა ლიგის საუკეთესო კარის მცველად სცნო, მსოფლიოში კი მეშვიდე ადგილი მიაკუთვნა. მეორე პროფილური პორტალის whoscored-ის მიხედვით მარტში მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის თერთმეტ საუკეთესო მეკარეს შორის მოხვდა.

მართალია, გასული თვე შედეგების მიხედვით „ვალენსიასთვის” უხეირო გამოდგა — ვილიარეალში დამარცხებისა და შინ „მალიორკასთან” ფრის გამო, — მაგრამ გიორგის დონე არ დაცემულა. მან ოთხიდან ორ მატჩში გოლი არ გაუშვა და ახლა, მიმდინარე სეზონში, უკვე ათი „მშრალი” თამაში აქვს ჩატარებული. ამ სტატისტიკის წყალობით ის ერთ სეზონში, ჩემპიონატში ჩატარებული „მშრალი” შეხვედრების რაოდენობით „ღამურების” მეკარეთა შორის ერთ-ერთ საუკეთესო შედეგს უმიზნებს. ხსენებულ სიას კლუბის ისტორიაში საუკეთესო გოლკიპერი სანტიაგო კანისარესი ლიდერობს, რომელმაც 1998-დან 2008 წლამდე პერიოდში ოთხ სეზონში 14, ერთში 16 და ერთშიც არც მეტი არც ნაკლები 20 შეხვედრაში არ გაუშვა გოლი. ბოლო შემთხვევა 2003-04 წლების ისტორიულ სეზონში მოხდა, როდესაც „ღამურებმა” დუბლი შეასრულეს.

დღეს თანამედროვე ფეხბურთის კონტექსტისა და „ვალენსიას” მდგომარეობის გათვალისწინებით კანიეტეს რეკორდის გამეორება ძნელია. და მაინც, მამარდაშვილს წინ ჯერ კიდევ ცხრა თამაში აქვს, რათა ვალენსიელთა მადრიდელი ლეგენდის შედეგს მიუახლოვდეს და გადაასწროს სხვა მეკარეებს, რომლებმაც 21-ე საუკუნეში „მესტალიაზე” თვალსაჩინო სეზონები ჩაუტარებიათ. მათ შორისაა სესარ სანჩესი, რომელმაც 2008-09 წლებში 14 მატჩში არ გაუშვა გოლი. სხვადასხვა სეზონებში თავი გამოიჩინეს ვისენტე გუაიტამ და დიეგო ალვეშმაც — ვალენსიელმა 2011-12 წლებში 12 მშრალი შეხვედრა ჩაატარა, ხოლო ბრაზილიელმა 2014-15 წლებში 13 თამაშში არ გაუშვა გოლი.

პაუ პრადო, superdeporte