2023 Europa League Winners: Europa Final For Sevillaხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ალბათ ვეღარ ითამაშებს, ქართველი გარემარბი კი, არ არის გამორიცხული, „მარადონაზე” დარჩეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შესაძლოა სხვა ევროპულ საკლუბო შეჯიბრებაში ვიხილოთ, მაგალითად ევროლიგაში, რომელიც გულშემატკივრის წინაშე ახალი ფორმატით წარდგება. თუკი ევროპის ლიგა უეფას თასის მემკვიდრეა, მაშინ მომდევნო სეზონში მის 54-ე გათამაშებას ვიხილავთ, ხოლო მას მერე, რაც მას სახელი და სტრუქტურა შეუცვალეს, ეს მე-16 გათამაშება იქნება. ზემოთ ნახსენები ახალი ფორმატი 2024 წლის 11 ივლისს ამოქმედდება, ფინალი კი 2025 წლის 21 მაისს ბილბაოში, „სან მამესზე” გაიმართება.

ახალ ფორმატს შვეიცარიული ეწოდება და მისი პრინციპი ასეთია: მონაწილე 36 გუნდს ჯგუფებად არ დაყოფენ. თითოეული შეხვდება რვა სხვადასხვა მეტოქეს (ოთხ თამაშს შინ გამართავს და ოთხს სტუმრად). შედეგების მიხედვით შედგება საერთო ცხრილი, რომლის პირველი 8 გუნდი მერვედფინალში პირდაპირ გავა. 9-24 ადგილებზე გასულები ფლეი-ოფში დაწყვილდებიან და გაარკვევენ რომელი 8 გუნდი შეუერთდება ზემოთ ნახსენებ, პირდაპირ გასულებს. შემდეგ კი გაგრძელდება ჩვეულებრივად: მერვედფინალი, მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი. გამარჯვებული 2025-26 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში გამოვა.

საქართველოში სავარაუდოდ უფრო საკვალიფიკაციო ეტაპი გვაინტერესებს, რომელიც ზაფხულში გაიმართება. პირველი რაუნდის თარიღებია 11 და 18 ივნისი; მეორე რაუნდის თარიღებია 25 ივლისი და 1 აგვისტო; მესამე რაუნდის თარიღებია 8 და 15 აგვისტო. შემდეგ ეტაპს კი უკვე ფლაი-ოფი ერქმევა და ის 22 და 29 აგვისტოს გაიმართება. გამარჯვებული გუნდები ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ.