დიდი შანსია, „ნაპოლი“ ანტონიო კონტემ ჩაიბაროს.
54 წლის სპეციალისტი აურელიო დე ლაურენტისისთვის მთავარი კანდიდატია. ნეაპოლელთა პრეზიდენტი კონტესთან თურმე მეგობრობს კიდეც.
და რა შეუძლია დე ლაურენტინსმა მწვრთნელს შესთავაზოს? კარტბლანში. კონტე ტრანსფერებს სრულად გააკონტროლებს და ხელფასის სახითაც დაახლოებით იმდენს აიღებს, რამდენსაც „ტოტენჰემში“ იღებდა.
„ნაპოლიში“ ვინჩენცო იტალიანოს („ფიორენტინა“), ფრანჩესკო ფარიოლისა („ნიცა“) და რაფაელე პალადინოს („მონცა“) კანდიდატურებიც განიხილება. როდესაც გუნდიდან ლუჩანო სპალეტი წავიდა, დე ლაურენტისს სწორედ იტალიანოს ვარიანტი დაუტოვა.
„პარტენოპეის“ მწვრთნელს, ფრანჩესკო კალცონას კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება.