სანაკრებო კვირეულის შემდეგ „ვალენსიამ” შინ „მალიორკას” ვერ მოუგო — 0:0. მასპინძლებს შეეძლოთ გოლის გატანა. ამისათვის მათ რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდათ, რომელთაგან ერთი გამორჩეული იყო: პეპელუს მიერ ჯარიმიდან დარტყმული ბურთი ძელმა კარის წინ ჩამოაგდო, სადაც პეტერ ფედერიკო მარტო იდგა, მაგრამ 21 წლის ვალენსიელმა მას ხაზი ვერ გადააკვეთინა.
„ღამურების” მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა არც ამ შეხვედრაში გაუშვა გოლი. მის მიერ მოგერიებული დარტყმები შეგიძლიათ ქვემოთ, ვიდეოში იხილოთ. აღსანიშნავი იყო ისიც, რომ მასპინძლების უკრაინელმა თავდამსხმელიმა რომან იარემჩუკმა შეხვედრის დასაწყისშივე ტრავმა მიიღო — ევრო 2024-ის შესარჩევი ფლეი-ოფის ნახევარფინალში, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ეროვნულ გუნდთან ანგარიშის 85-ე წუთზე გამთანაბრებელს არავინ შეხებია, თვითონ დაიწყო კოჭლობა. ეტყობა სანაკრებო გადაღლამ იჩინა თავი.
ამრიგად, 29 თამაშის შემდეგ „ჩეებს” 41 ქულა აქვთ. მათ არც გავარდნა ემუქრებათ და ვერც ევროთასებზე გასვლის პრეტენზიას აცხადებენ მაინცდამაინც რიხიანად.