„ბათუმმა“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო და ჯერჯერობით ეროვნულ ლიგაში 100-პროცენტიანი შედეგი აქვს – 5 მატჩი, 5 მოგება. ამჯერად ბათუმელებს საკმაოდ რთული შეხვედრა გამოუვიდათ „ტორპედოსთან,“ ერთი ხანი აგებდნენ კიდეც, მაგრამ მაინც მოიგეს. გამარჯვების გოლი 97-ე წუთზე გაიტანა ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტით.
„კოლხეთზე“ დებიუტანტის თქმა ცოტა უხერხულია, მაგრამ ფაქტია, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ელიტაში დაბრუნებულ ზღვისპირელებს პირველი ტურის შემდეგ აღარ წაუგიათ და მეოთხე ადგილზე დგანან.
ამჯერად მათ ქობულეთში „თელავს“ სძლიეს 3:1 დუბლი მიითვალა ფოთელთა რუსმა კირილ კლიმოვმა. ეს მესამე ორგოლა გახლდათ მიმდინარე სეზონში. შეხვედრა გუნდებმა დანაკლისით დაასრულეს, მსაჯმა ჯენერი ხორავამ ჯერ თელაველი თორნიკე ახვლედიანი გააძევა, შემდეგ მასპინძელი გიორგი აბუაშვილი.
„დილამ“ პრინციპული შეხვედრა მოუგო „იბერიას,“ თუმცა თავიდან აგებდა. გორელებმა თბილისელებს ცხრილში ადგილი გაუცვალეს. ახლა ისინი მეორე ადგილზე დგანან და 2 ქულით უსწრებენ ყოფილ საბურთალოელებს.
„დინამომ“ კვლავ წაიფორხილა, ამჯერად ერთ-ერთ აუტსაიდერ „სამტრედიასთან.“ მეტიც, სტუმრები ავღანელი ომრან ჰაიდარის გოლით იგებდნენ და დინამოელებმა ლიეტუველი დანიელ რომანოვსკის 89-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით გაათანაბრეს.
ეს ჰაიდარის მესამე გოლი გახლდათ სეზონში. სხვათა შორის, ბომბარდირთა სიის პირველ ხუთეულში სამი ლეგიონერია: ტორპედოელთა ნორვეგიელი ბიორნ იონსენი, გორელთა ნიდერლანდელი ტაირელ ვოუტერი და ჰაიდარი.
„გაგრამ“ და „სამგურალმა“ ერთმანეთს ვერ გაუტანეს. ეს პირველი ნულოვანი ფრე გახლდათ მიმდინარე სეზონში.
და კიდევ, ეს ტური ერთგვარად საიუბილეო გამოდგა. ეროვნული ჩემპიონატის გახსნის დღეს დაემთხვა. 34 წლის წინათ, 1990 წლის 30 მარტს, დამოუკიდებელი ქართული ლიგის პირველ მატჩში მაშინ ფოთის „კოლხეთმა“ თბილისის „დინამოს“ 1:0 მოუგო.
დილა 3:1 იბერია
0:1 მამაცაშვილი (5), 1:1 ვაუტერი (45 პენ), 2:1 ლიტვინენკო (64), 3:1 ლოპესი (90+1)
გაძევება: ნონიკაშვილი (42)
კოლხეთი 3:1 თელავი ქობულეთში
0:1 პარკინაშვილი (37), 1:1 გვასალია (43), 2:1, 3:1 კლიმოვი (66, 90+1)
გაძევება: ახვლედიანი (80) – თელავი; აბუაშვილი (90+5) – კოლხეთი
ბათუმი 3:2 ტორპედო
1:0 გომისი (3), 1:1 პერესი (28), 1:2 იონსენი (41 პენ), 2:2 მონტერო (86 საკ. კარში), 3:2 მამუჩაშვილი (90+7 პენ)
დინამო 1:1 სამტრედია
0:1 ჰაიდარი (46), 1:1 რომანოვსკი (89)
გაგრა 0:0 სამგურალი
-
გუნდი თამაში მოგება ფრე წაგება ბურთები ქულა იბერია 1999 31 20 4 7 66:41 64 ტორპედო 31 18 7 6 52:35 61 დილა 31 16 11 4 51:25 59 ბათუმი 31 12 10 8 39:36 49 დინამო 31 9 11 11 31:36 38 სამგურალი 31 8 9 14 43:45 33 გაგრა 31 9 5 17 30:45 32 კოლხეთი 31 6 13 12 39:52 31 თელავი 31 6 9 16 24:38 27 სამტრედია 31 5 11 15 30:52 26
მეგოლეები: ბიორნ იონსენი (ტორპედო, ნორვეგია), ტაირელ ვოუტერი (დილა, ნიდერლანდები) – 4, ომრან ჰაიდარი (სამტრედია, ავღანეთი), ლაშა კოხრეიძე (კოლხეთი), შოთა ნონიკაშვილი (იბერია) – 3