პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიუმ კარიერის განმავლობაში სხვადასხვა კლუბში მწვრთნელის როლზე ისაუბრა.
„მე ყოველთვის მწვრთნელზე მეტი ვიქნები. ზოგ კლუბში მწვრთნელი ხარ, ზოგში მწვრთნელი, ტექნიკური დირექტორი, კომუნიკაციების დირექტორი, იმიჯმეიკერი, კლუბს და ფეხბურთელებს იცავ… მწვრთნელობა მირჩევნია.
მწვრთნელი ვიყავი „ინტერში“, „რეალში“, „ჩელსიში“, „პორტუში“. არ ვყოფილვარ მწვრთნელი ზოგიერთ სხვა კლუბში“, – ამბობს მოურინიუ.
პორტუგალიელის ბოლო კლუბი „რომა“ გახლდათ, რომელიც მან 2024 წლის იანვარში დატოვა.