მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მადრიდელთა ინგლისელი ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის თამაში შეაფასა.
„ჯუდი საოცარი, განსაკუთრებული ფეხბურთელია და ჩვენ გაგვიმართლა, რომ ის „რეალში“ გვყავს. ძალიან კარგია. ვიმედოვნებ ბელინგემი ბევრ ტიტულს მოუტანს გუნდს“, – თქვა ზიდანმა.
20 წლის ბელინგემი მადრიდის „რეალს“ 2023 წლის ზაფხულში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა მადრიდელების შემადგენლობაში 31 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 20 ბურთი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.